ზურაბ ჯაფარიძემ ბარში “ჯაფარასთან” შესული შრომის ინსპექციის თანამრშომლებს ტორტი შესთავაზა: “საათსა და 15 წუთში არის ჩვენი მეგობრის დაბადების დღე და თუ დარჩებით ტორტს გაჭმევთ. მართლა, აი ტორტი” – მიმართა ჯაფარიძემ მათ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბარის დახურვას არ აპირებს.
რა სანქცია დაეკისრება ჯაფარიძეს, ხვალ გაირკვევა, რადგან ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ დააფიქსირა მთავრობის დადგენილების დარღვევა და მასალებს შსს-ს გადასცემენ.
ბარი ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გახსნა, რომელიც კომენდანტის საათის დროსაც მუშაობს.
ინსპექციამ ჯაფარიძე 13 თებერვალს 2000 ლარით უკვე დააჯარიმა. დღეს კი გახსნიდან რამდენიმე საათში ინსპექტორები აღმაშაენებლის 45-ში ისევ გამოჩნდნენ










