LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას და ამოქმედებას, იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, რომლებიც დაკავებულია, ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე”-ნათია თურნავა

თუ ამას ვინმე იზიარებს, მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს – ნათია თურნავა “ნამახვანჰესის” კრიტიკის ასპექტებზე

დაპოსტა 2021/03/09-ში
A A
185
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ნამახვან ჰესის“ კრიტიკა სამ ძირითად ასპექტს მოიცავს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ეს ასპექტებია: ზოგადად ჰესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია „არა ჰესებს,“ ქსენოფობიური, უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და უშუალოდ პროექტის სტრუქტურასთან დაკავშირებული კრიტიკა.

„მე მაინტერესებს აქ შეკრებილი აუდიტორიისგან, იზიარებს თუ არა ვინმე ამ სამი სეგმენტიდან პირველ ორს, ანუ ემხრობა თუ არა ვინმე ზოგად ანტიჰესების კამპანიას და იზიარებს თუ არა ვინმე ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას. თუ ამას ვინმე იზიარებს, მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ეროვნული ინტერესებისთვის.

„რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს პროექტთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი.

„გთხოვთ კონკრეტულად დააფიქსიროთ – იზიარებთ თუ ემიჯნებით და თუ ემიჯნებით, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კამათიც და შეთანხმებაც ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, „ნამახვან ჰესი“ გამოიმუშავებს 1.5 მლრდ კვ/სთ-ს, რაც ნიშნავს დღევანდელი იმპორტის ტოლფასს მოცულობას. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის 833 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს პოსტკოვიდურ ეკონომიკაში და 2000-მდე დასაქმებული ადამიანი.

„საკუთარი ენერგეტიკული რესურსის განვითარება გადის რამდენიმე მსხვილ ჰესზე, რომელსაც ექნება საშუალება, წყალსაცავების მეშვეობით შეინახოს წყალი და ენერგოსისტემაში ე.წ. მარეგულირებელი როლი შეასრულოს ანუ მიაწოდოს მომხმარებელს სიმძლავრე არა სეზონიდან და კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება ჩვენს სისტემას და დისპეტჩერს. ასეთებია – რიონის აუზში „ნამახვან ჰესი“ და „ონი ჰესი“.

ამასთან, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი პროექტი, მათ შორის, ცნობილი უცხოური კონსულტანტების მიერ,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

გაზიარება74

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების...

დაწვრილებითDetails

თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
მთავარი

ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე სენს, სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და ბოლო პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მკურ­ნა­ლობ­და. 56 წლის თე­მურ უგუ­ლა­ვას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში...

დაწვრილებითDetails

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სოფელ შავშებთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია დღეს, 22 ივნისს დილით მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას...

დაწვრილებითDetails

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა, კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა ემოციებს მოერიდე.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს, შეიძლება მცირე გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოჩნდეს.   ტყუპები   კომუნიკაცია წარმატებული იქნება,...

დაწვრილებითDetails

თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
მთავარი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.

დაწვრილებითDetails

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე
მთავარი

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ "სადგურის მოედანი"- მეტროსადგურ "ვარკეთილის" მონაკვეთში ემსახურება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა. ინფორმაციას  შსს-ში ადასტურებენ. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. თბი­ლის­ში დი­დუ­ბე­ში, რკი­ნა-ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს გა­დაჰ­ქონ­და, გად­მოც­ვივ­და და მის­სა­ვე კა­ბი­ნას და­ე­ცა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"