მარმარილოს ზღვის რეგიონში ძლიერი შტორმის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა, კიდევ 5 დაიღუპა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მარმარილოს რეგიონისთვის სასწრაფო დახმარების 28 მანქანა და 99 სამედიცინო მუშაკი იყო გამოყოფილი.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონია-ანკარას გზაზე ჯაჭვური ავარიის შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს 30 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის მიზეზი ქვიშის ქარიშხალი გახდა.










