მოგეხსენებათ ქვეყანაში კოვიდ-19 ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა , რის გამოც ხელისუფლება შეზღუდვების ნაწილს აბრუნებს და ისევ იზღუდება საჯარო შეკრება . სწორედ ამიტომ როდის გაიხსნება და როდის ექნებათ თეატრის მოყვარულებს პრემიერების ხილვის შესაძებლობა კვლავ უცნობია . მეგა ტივი ამ თემით დაინტერესდა და თეატრის დირექტორს ლევან გოგრიჭიანს ესაუბრა , მისი თქმით – სპექტაკლის დახურული ჩვენება მაინც გაიმართება , ასევე შესაძლებელია რამოდენიმე სპექტაკლი ღია ცის ქვეშ გაიმართოს თუმცა , ღია ცის ქვეშ ჩატარებული სპექტაკლები ორიენტირებული აღარ იქნება ფინანსებზე არამედ აქტივობაზე .
ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...









