მე16 დღეა უსამართლოდ დაკავებული თორნიკე თოშხუა შიმშილობს.
თორნიკეს, შიმშილის შეწყვეტის თხოვნით ახლობლები და მეგობრები მიმართავენ. მათ შეადგინეს პეტიციაც.
“თორნიკე,
ჩვენ, შენმა მეგობრებმა, თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა ძალიან კარგად ვიცით, როგორი უსამართლობაა შენი ციხეში ყოფნა.
გვესმის, რომ ამ უსაზღვრო უსამართლობას პასუხობ პროტესტის უკიდურესი ფორმით.
ცხადია, შენი შეუპოვრობა ძალისა და იმედის მიმცემია შენი თანამებრძოლებისთვის და შთააგონებს მათ.
თუმცა, ახლა ჩვენ ყველანი უმორჩილესად გთხოვთ, შეწყვიტო შიმშილობა და გაუფრთხილდე ჯანმრთელობას, რადგან შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე, იმ მიზნის მიღწევისთვის რისთვისაც იბრძვი.
მიმართვაზე ხელმომწერი პირების ნახვისთვის, გადადით ბმულზე:
https://docs.google.com/document/d/1TP3e5BxYKAVyyZ75ND_bOmRhPlC0kILGjoCwWUTErhU/edit?usp=drivesdk ” -ვკითხულობთ გავრცელებულ მიმართვაში.










