საქართველოში საწვავის ფასი რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე 3 ლარს გადასცდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებას დიდი ხანია პროგნოზირებდნენ და როგორც ჩანს არც თუ უმიზეზოდ . საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 70-80 თეთრით გაძვირდა. აღნიშნული კი მოქალაქეთა ჯიბეს სხვადასხვა კუთხით ურტყავს როგორც წესი, საწვავზე ფასის ზრდა ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება. ქუთაისში ფასის დაწევის მოთხოვნით რამდენჯერმე გაიმართა აქცია, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ. აქციის მონაწილეები საწვავზე აქციზის გადასახადის დაწევას ითხოვდნენ.
სოფელ ნოღაში, ოჯახი ზვიად გეგუჩაძეს ეძებს
სიციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ზვიად გეგუჩაძის დაკარგვის შესახებ. ბავშვი სოფელ ნოღიდან არის. მას ოჯახი ეძებს : სოფ. ნოღიდან სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა: ზვიადი გეგუჩაძე. დაკვირდით ფოტოს თუ ვინმეს გეცნობათ...