LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის მაშველი რგოლია” – ირაკლი ფავლენიშვილი

“თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის მაშველი რგოლია” – ირაკლი ფავლენიშვილი

დაპოსტა 2025/06/07-ში
A A
10
ნახვა
გაზიარება

თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის არის მაშველი რგოლი, რაიმენაირად მიიღოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამიტომაც, ვინც იქნება ამ მაშველი რგოლის სტატუსის შემსრულებელი, შეუძლებელია აღქმული იყოს რეალურ ოპოზიციურ ძალად. ის გახდება სისტემური ოპოზიცია და იქნება ივანიშვილის სისტემის მიერ შთანთქმული , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების სავარაუდო მონაწილეობაზე.

მისი შეფასებით არჩევნებში ვინც მონაწილეობას იღებს ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან.

„რაც შეეხება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, როდესაც ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა, არსებობს თამაში წესები, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური, ამ თამაშის წესებზე თანხმობა ნიშნავს, სწორედაც რომ კაპიტულაციას და ივანიშვილის ამ დიქტატურული კანონების და სისტემის აღიარებას.

როდესაც ქვეყანაში კონსტიტუციური პრინციპები ფეხქვეშ გათელილია და როდესაც სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არ გახლავთ ლეგიტიმური არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მისთვის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამ სიტუაციაში, ფაქტობრივად, არის ერთადერთი მაშველი რგოლი. ამიტომაც, სინამდვილეში პირიქით არის კაპიტულაცია, ვინც მონაწილეობას იღებს, ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ საარჩევნო პროცესზე, სადაც იმ სისტემის მიმართ რომელიც უფრო და უფრო რეპრესიული ხდება და სანდოობა არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ისეთი ზომები მიიღეს, რომ მათ არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეეძლებათ, ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით იმის მოლოდინი, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა გაზარდონ, მაშინ როცა საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და არ შეხვედი პარლამენტში, რა თქმა უნდა არის არაადეკვატური. მითუმეტეს, როდესაც ამაზე საუბრობ და კარგად იცი, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების, რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოების პოზიცია, მათ შორის იმ ორი დიდი პარტიის პოზიცია, რომელმაც ივანიშვილისვე გაყალბებული არჩევნებით მიიღო ყველაზე მეტი ხმა. ამიტომაც, ეს ყველაფერი, მე მგონია, რომ არაგულწრფელი გახლავთ, ამ შემთხვევაში, ბატონი ხაზარაძე, როცა ამ ყველაფერს ამბობს,“ – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა
მთავარი

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა - ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდების მემორიალის ჩასასვლელში ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა და კაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის...

დაწვრილებითDetails

სასწრაფოს საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სასწრაფოს საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო. ადგილზე მისულ ბრიგადას საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა. პაციენტის ოჯახის წევრები და...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

მატარებელი 35 წლის კაცს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.   ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.   მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.   ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული....

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კობა ფარტენაძე, ზესტაფონის განყოფილებაშია გადაყვანილი.   „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.   შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის...

დაწვრილებითDetails

ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი – კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ბიჭი ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

დააკავეს 15 წლამდე ბიჭი, რომელიც რუსთავში ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება სცადა - მომხდარის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს. მათივე ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, 15 წლამდე...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონები გასტაცეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"