LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმის გამოძიება დაიწყო

თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმდა

დაპოსტა 2020/09/30-ში
A A
2.5k
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურის მიერ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ფ.ა.-ს ბრალდება დაუმძიმდა. მას ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებზე წარედგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს არაადამიანურად ეპყრობოდა – სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა.

ფ.ა.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ფ.ა. 2020 წლის 23 აგვისტოს დააკავეს და მას სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება987

დაკავშირებული -პოსტები

ამოღებულია 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ევაკუაცია განახორციელდა – შსს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ...

დაწვრილებითDetails

სასურსათო მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას და მიმალვას ცდილობდნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ...

დაწვრილებითDetails

ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში
მთავარი

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს რომ გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი პირი ავტომობილის გაძარცვას ცდილობდა. როგორ ადგილობრივი წერს უცნობმა პირებმა მათ იარაღიც დაუმიზნეს ,,ძარცვა ქუთაისშიავტოქარხანა, ცოტნე დადიანის ქუჩა მთელი ღამის...

დაწვრილებითDetails

“მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი, მამის საფლავზე მოხდა” – ნატა ვიბლიანის უმძიმესი საქმე

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

"ნატა ვიბლიანი  მამის საფლავზე გააუპატიურეს"- განცხადება ემიგრანტი ქალის გამოკითხვის შემდეგ, ადვოკატმა მარიამ ბარსონიძე გააკეთა. იურისტის თქმით, სასაფლაოს ეპიზოდში  ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ფიგურირებს, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემურ გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს. "მისი გაუპატიურების ერთი...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია,...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა მეუღლე და დედა დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის...

დაწვრილებითDetails

მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე. ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმმა ბრალდებულის დედის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციით დააკავა.   "პირველების" ინფორმაციით, კაპანაძემ სამართალდამცავების შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს კი დაზიანება მიიღო....

დაწვრილებითDetails

4 დაჭრილიდან 2 არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 1 გარდაიცვალა – შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სერვისებს უძვირებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის...

დაწვრილებითDetails

დაჭრილია ქუჩაში მიმავალი ქალი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილი სამი პირიდან ერთი ქალია, ის ქუჩაზე მიდიოდა რა დროსაც ტყვია მოხვდა - ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრხელებს. ორი დაჭრილი ახალგაზრდიდან ერთი 18...

დაწვრილებითDetails

“ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!”

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

"ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!! დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!" - წერს მოქალაქე თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა შანიძის ქუჩაზე მოხდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"