LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მდგომარეობა სტაბილურია, რაც ჩვენთვის არის კარგი – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე – ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, დარწმუნდნენ, რომ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“ არ ჯობს, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს

დაპოსტა 2021/04/07-ში
A A
3.8k
ნახვა
გაზიარება

ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, დარწმუნდნენ, რომ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“ არ ჯობს, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს, ბოლო კვლევით, ის 100%-იან დაცვას იძლევა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ  განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე, მოსახლეობის აქტივობა ვაქცინაციის პროცესში მაღალი არ არის, თუმცა, არსებული სიტუაცია ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩავარდნა – პირდაპირ ასე ვთქვათ, ვაქცინაციის თვალსაზრისით. პირველ ათ დღეში, სულ 1 000 კაცი აიცრა, რაც არაფერია, ჩვენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა გვაქვს სამიზნედ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს დასახული იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 1%, ეს არის 28 000. რატომღაც, ყველას გვაქვს ასეთი რწმენა, 1%-იან ზღვარს თუ გადავლახავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიძრა მასობრივი ვაქცინაცია. თუ 1%-ს გადავაცილეთ, მერე წავალთ ძალიან ჩქარა, გუშინდელი ზუსტი მონაცემები არ მაქვს, სადღაც, 13 000 ადამიანია აცრილი, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო პირველი 10 დღე, მაგრამ ასევე ბევრად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც გვჭირდება, რომ წლის ბოლოს 60%-მდე გავიდეთ. ამიტომ, ოპტიმიზმი სწორი სიტყვა არ იქნება, ჯერ ისევ გულისდაწყვეტა, ჯერ ისევ იმედგაცრუებაა, რომ ხალხი არ აქტიურობს, მაგრამ გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სტატისტიკის ზრდას პროპაგანდამაც შეუწყო ხელი.

„ჯერჯერობით გვაქვს „ფაიზერი“, ჯავშნები მგონი დამთავრდა, მაგრამ რაღაც რაოდენობა მგონი არის, „ასტრაზენეკა“ საკმარისზე მეტია. მინდა პოზიტივად აღვნიშნო, რომ თანდათან მცირდება ის კაპრიზი, ჭირვეული ბავშვის მოთხოვნა, რომ „ფაიზერი“ უნდოდათ. დარწმუნდა ხალხი, რომ „ფაიზერი“ არ ჯობს „ასტრაზენეკას“, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს, რადგან ბოლო კვლევით, 100%-იან დაცვას იძლევა „ასტრაზენეკა“ ხანდაზმულებში მძიმე და სასიკვდილო ფორმებისგან, მაშინ, როცა „ფაიზერმა“ მხოლოდ 94% უჩვენა. მოკლედ, ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა. ამას ხელი შეუწყო ჩვენმა პროპაგანდამ, ქალბატონი სალომეს და მინისტრის,  ეკა ტიკარაძის  აცრამ და იგივე იმან, რომ ბოლო ორ კვრაში, 12 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი აიცრა „ასტრაზენეკათი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება1522

დაკავშირებული -პოსტები

ავტობუსი გზიდან გადავარდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საგარეჯოში საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 1 მგზავრი | დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება   როგორც მთავარს შსს-ში...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა
მთავარი

ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა - მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას და ფოტოებს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს ბარცხანის დასახელებაში მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა...

დაწვრილებითDetails

სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე
მთავარი

დამამუნჯე სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე - წერს სოციალურ ქსელში ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული გივიკო გურეშიძის მეუღლე მაიკო ხაბეიშვილი. გუშინ ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხმამდნენ, როდესაც კონსტრუქცია...

დაწვრილებითDetails

ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.“Marneulinews.ge”-ის ინფორმაციით, ქალი სხეულის დაზიანებებით მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურის ბრიგადები იმყოფებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე...

დაწვრილებითDetails

სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს – რას ამბობს ოჯახის ახლობელი ქუთაისში დაღუპული ბიჭის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, შრომობდნენ, პირობებს იწყობდნენ, სახლს არემონტებდნენ - უყვება "კვირის პალიტრას" ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული გივიკო გურეშიძის ოჯახის ახლობელი. "საოცრად კარგი ადამიანი იყო გივიკო, ძალიან თბილი, მოსიყვარულე. გივიკო...

დაწვრილებითDetails

იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8 000 ლარით დაჯარიმდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8 000 ლარით დაჯარიმდა
მთავარი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს "იმერმედი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით,...

დაწვრილებითDetails

სოფელ აზავრეთში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას  სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კაცს ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი 70 წლამდე ქალს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში ავტომობილი 70 წლამდე ქვეით ქალს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
მთავარი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან გუშინ დატოვა. „გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს....

დაწვრილებითDetails

„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

ცეკვის აკადემია „დიდგორი“ მოცეკვავეებს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „შაკო, გუგა, თამო... ცეკვის აკადემია დიდგორი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო  ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"