ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “რუსთავი2”-ს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.
ცერცვაძეს ვირუსი სწრაფი ტესტით გამოუვლინდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობას ბინაზე გადის.
ცნობისთვის: თენგიზ ცერცვაძე სრულად არის ვაქცინირებული და კორონავირუსი ერთხელ უკვე გადატანილი აქვს.