- თევზის ფილე – 600 გ
- ბრინჯი – 1/3 ჭიქა
- კვერცხი – 1 ცალი
- თეთრი პური – 2 ნაჭერი
- მწვანე ხახვი – 1 კონა
- კამა – 1 კონა
- ფქვილი ან საფანელი – 3-4 სუფრის კოვზი
- მარილი და პილპილი – გემოვნებით
- ზეთი – შესაწვავად
მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში, შემდეგ გადმოიღეთ საწურში და გააჩერეთ.
გაატარეთ თევზის ფილე და მოათავსეთ ფარში პატარა ჯამში.
დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი.
დაალბეთ პური წყალში, გაწურეთ და დაუმატეთ თევზის ფარშს. იქვე ჩაუმატეთ დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, ასევე მოხარშული ბრინჯი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ.
გაახურეთ ტაფა, დაასხით 2-3 სუფრის კოვზი ზეთი, ამოავლეთ კატლეტები საფანელში ან ფქვილში და შეწვით საშუალო ცეცხლზე 5-8 წუთის განმავლობაში თითოეულ მხარეს.