ძველ თბილისში, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საცხოვრებელ სახლს საყრდენი კედელი ჩამოენგრა. შემთხვევა ბააზოვის ქუჩაზე მოხდა. შენობა ახლა ჩამონგრევის პირასაა და ადგილობრივები შიშობენ რომ ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.
მათი თქმით შენობას გამაგრებითი სამუშაოები არასდროს ჩატარებია და თბილისის მერია მის რესტავრირებაზე უარს ამბობს, მიზეზად კი კულტურის სამინისტროს მიერ, შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ასახელებს.
ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა სამაშველო სამსახური.