დილიდან საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩები რკინის კედლებით გადაკეტეს. რკინის კონსტრუქციები დგას ჩიტაძის და ზუბალაშვილის ქუჩებზე. გადაკეტილია ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩისკენ მიმავალი გზაც.
იდეის ავტორი ცნობილი არაა, თუმცა სოციალურ ქსელში წერენ, რომ ფაქტი არნახულია.