თბილისში მედიის სოლიდარობის მარში მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლანენტთან გადაინაცვლებენ.
პარლამენტთან ასევე კვლავ შეიკრიბებიან სტუდენტები, მათ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები შეუერთდებიან.
უწყვეტი აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები პარლამენტთან ღამეს გაათენებენ.