თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმის სადგურთან მოხდა. ინფორმაციას The Georgian Times ავრცელებს
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ლიანდაგზე მატარებლის გასწრებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.