თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. მეტროს ყველა სადგური 15:00 საათიდან გაიხსნა. ელექტრომომარაგების შეზღუდვის გამო დღეს მოძრაობა ჯერ საბურთალოს ხაზზე, შემდეგ კი პირველ ხაზზეც შეფერხდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი” ავარიულად გამოირთო. ამის გამო რეგიონების ნაწილს და თბილისის უბნების უმეტესობას დღეს ელექტროენერგია არ მიწეოდებოდა.
წყარო : “მთავარი”.










