თბილისის მერიამ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო. კახა კალაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, ტბის მოცულობის გაზრდა შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, კახა კალაძის ინფორმაციით, ტბის შევსება ალტერნატიული მეთოდით განხორციელდება.
“გლდანის დიდი ტბა შეივსება მიმდებარე ფერდობებზე წარმოქმნილი ატმოსფერული ბუნებრივი წყლებით, რომელიც სანიაღვრე კოლექტორის მეშვებით ჩაეშვება ტბაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული ღონისძიებების დახმარებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის თეთრ ტბას”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.