LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თავი ამერიკულ ფილმში ვიგრძენი, დევნა და მაგარი პოლიციელები – რა მოხდა თბილისში

თავი ამერიკულ ფილმში ვიგრძენი, დევნა და მაგარი პოლიციელები – რა მოხდა თბილისში

დაპოსტა 2021/06/11-ში
A A
132
ნახვა
გაზიარება

თეონა კეკელიძე სოციალურ ქსელში საკუთარ ისტორიას წერს, რომელიც თბილისში გადახდა და პოლიციას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გჯერათ სასწაულების? ნიკოლოზ ნამგალაურის და ვახტანგ ქავჯარაძის წყალობით – მე მჯერა დღეიდან!

შემდეგი ამბავი დამემართა: მე და დედაჩემი ვიჯექით თბილისის ერთ-ერთ კაფეში, აბანოთუბნის რაიონში და „იანდექს“ ტაქსი გამოვიძახეთ, რომ სახლში წავსულიყავით. ეს იყო ჩვეულებრივი თეთრი Toyota prius, ნომერი არ დამამახსოვდა (მგონი, ასეთ ინფორმაციას თითქმის არავინ იმახსოვრებს). მან წაგვიყვანა სახლში (ვერაზე). სახლში რომ შევედი მივხვდი, რომ ჩემი ტელეფონი მანქანაში დარჩა…

დედაჩემის ტელეფონით ვეცადე დარეკვა Yandex– ის ცხელ ხაზზე (ინტერნეტში ვერ მოვძებნე, მხოლოდ მათი ერთი ოფისის ნომერი, საიდანაც ტელეფონი არავინ აიღო).

შემდეგ კი 112-ს დავურეკე, და ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ მაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც ვხედავ, სად არის ჩემი ტელეფონი ამ წამს. მათ მხოლოდ მიპასუხეს რომ – ინფორმაცია მიღებულია – დაელოდეთ. მე ვკითხე: არ შეიძლება პატრულს სთხოვოთ, შეეცადონ მაგ მანქანის პოვნა და გაჩერება, რადგან ტაქსის მძღოლის ადგილმდებარეობა ვიცი?! მათ მიპასუხეს, რომ ამის გაკეთება არ შეეძლოთ.

პარალელურად ჩემს ტელეფონზე ვრეკავდი, მაგრამ ის ჩუმ-რეჟიმზე იყო და სავარაუდოდ მძღოლს არ ესმოდა.

გულში კი ვფიქრობდი: რა მოხდება, თუ არა პატიოსანი მგზავრი ჩაჯდა და ტელეფონი გამორთო და ჩუმად წაიღო?! სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო!!! თამაშები საკმაოდ ძვირფასი ტელეფონია და თავის თავად შენახული ინფორმაცია.

მე და დედამ გადავწყვიტეთ რომ გავყოლოდით ტაქსისტს ლოკაციით ჩვენი მანქანით. გზად მეგობარს ავუხსენი სიტუაცია და მან მომცა იდეა, რომ გამეჩერებინა საპატრულო მანქანა და დახმარება მეთხოვა. საბედნიეროდ მე შემხვდა ძალიან მაგარი პოლიციის თანამშრომლები. ბატონ ნიკოლოზმა და ვახტანგმა მომისმინეს და უყოყმანოდ გადაწყვიტეს რომ უნდა მიშველონ. მთხოვეს მათ მანქანაში ჩაჯდომა და ტაქსის მძღოლის გეოლოკაციის გასწვრივ წავედით. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიარეთ, რადგან უნდა დაეწია ტაქსისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო შორის ჩვენგან მიდიოდა. თავი ამერიკულ ფილმში ვიგრძენი, დევნა და მაგარი პოლიციელები. შედეგად ტაქსის მძღოლს დავეწიეთ, რომელიც სახეზე ვიცანი. პოლიციის თანამშრომლებმა სთხოვეს შეჩერება. რა თქმა უნდა, ტაქსის მგზავრმა ტელეფონი იპოვა და მძღოლს მისცა, მან კი ის ჩვენ დაგვიბრუნა. უბრალოდ თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო.

ბატონმა ნიკოლოზმა და ვახტანგმა გზაში დამამშვიდეს და თავაზიანად სახლამდე მიმაცილეს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ!

მათ არა მარტო ტელეფონი დამიბრუნეს არამედ რწმენა კარგი და პატიოსანი ადამიანების მიმართ!

რაც სელფზე არ მითხრეს უარი. თუმცა თავისუფლად შეეძლოთ უარი ეთქვათ დახმარებაზე და არ მოცდენილიყვნენ თავის საქმეს, რადგან მე განცხადება უკვე გაკეთებული მქონდა 112-ში, მაგრამ ისინი გულგრილი არ დარჩნენ რიგითი მოქალაქის პრობლემის მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოლიციას შეუძლია იამაყოს თავისი თანამშრომლებით და მოქალაქეებს ყოველთვის შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ პოლიციის!

აი ისეთი არაჩვეულებრივი ამბავი შემემთხვა, რომელიც ძალიან დიდხანს მემახსოვრება.

P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია ქართულ ენაზე და ბოდიშს ვიხდი შეცდომები თუ დავუშვი ტექსტში, მაგრამ იცოდეთ რომ გულით მინდოდა ამ ამბის მოყოლა! კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა,“ – წერს თეონა კეკელიძე.

გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

“უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა”- რომის პაპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
მთავარი

რომის პაპი ლეონ XIV სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს სამძიმრის წერილს უგზავნის. როგორც რომის პაპის წერილშია აღნიშნული, უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"