პარტიის “თავისუფლების მოედნის” ლიდერები ბაკურ კვაშილავა და ლევან ცუცქირიძე ქუთაისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
“კოალიცია ძლიერი საქართველოში” შემავალი პარტიის ლიდერებმა დამსწრეებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. როგორც ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, “ილიას გზა საუკეთესო პროგრამაა და ის ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.
შეხვედრაზე სპიკერებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ევროინტეგრაციაზე, თვითმმართველობისა და განათლების რეფორმებზე.