ჟურნალისტსა და პოლემიკოსს, ერიკ ზემორს, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, პარიზის გარეუბანში, თავის პირველ წინასაარჩევნო მიტინგზე თავს დაესხნენ. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ზემური, დაცვის თანხლებით, დარბაზში ტრიბუნისკენ მიდიოდა, როცა მას მაყურებელთა ჯგუფიდან მამაკაცი დაესხა თავს. მან ზემურის წაქცევა სცადა.
თავდამსხმელი დაცვამ დააკავა და დარბაზიდან გაიყვანა, შემდეგ კი პოლიციას გადასცა. მოგვიანებით, ზემურის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსმა შეტაკებისას მაჯა დაიზიანა.
საგამოფენო დარბაზში ზემურთან შეხვედრაზე 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მან დამსწრეებს განუცხადა, რომ საფრანგეთი გაკოტრების პირასაა და ფრანგების არსებობა საფრთხეშია.










