ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანას ახალი ვალის აღების შესახებ ხელშეკრულება არ დაუდია და თანხების ჩარიცხვა ძველი ხელშეკრულებების საფუძველზე ხდება.
„არის გრძელვადიანი ხელმოწერილი დოკუმენტები, რომელთა ფარგლებშიც გარკვეული თანხები ირიცხება, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები წელს არ დადებულა მარტივი მიზეზის გამო, პანდემიის დროს ქვეყანამ აიღო საკმაოდ დიდი ვალდებულება, გამოუვალი ვითარებიდან გამომდინარე. ახლა პრაქტიკულად ზღვარზე ვართ ფისკალური ვალდებულებების თვალსაზრისით მეტს ბიუჯეტი არ და ვერ აიღებს, მაგრამ არცაა ამის აუცილებლობა, როდესაც ქვეყანაში გვაქვს 2 მილიონი დოზა ვაქცინა და 1 მილიონი გზაშია, რა საჭიროა, რომ ჩვენი ბიუჯეტი და მოსახლეობა დამატებითი სესხით დავამძიმოთ. ამის სანაცვლოდ, ყველას მოვუწოდებ, რომ შეგნებულად მიუდგნენ საკითხს და ვაქცინაცია ჩაიტაროს“,- აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს წელს არც ერთი თეთრი სესხი არ აუღია.