ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა.
ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი სავარაუდოდ კვამლმა გაგუდა. დამწვარია ერთი ოთახი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო, პირველადი დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.









