LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ

ზოდიაქოს 5 ნიშანს მაისის ბოლო დიდ წარმატებასა და იღბალს ჰპირდება

დაპოსტა 2025/05/17-ში
A A
301
ნახვა
გაზიარება

2025 წლის მაისის ბოლო ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პლანეტა ერთდროულად ხელსაყრელ პოზიციაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ, ზოგადად, ყველა ადამიან მნიშვნელოვანი პერიოდი ელოდება. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები კი დადებით გავლენას განსაკუთრებით იგრძნობენ:

ვერძი

მაისის ბოლოს ენერგიისა და მოტივაციის მომატებას იგრძნობთ. ამ პერიოდში მოულოდნელი სიურპრიზი, სასარგებლო წინადადებები, კარიერული წინსვლა და პირად ცხოვრებაში იღბალი ნამდვილად გაგახარებთ. ყველაფერი, რაშიც ძალისხმევა ჩადეთ, სასურველ შედეგს გაჩვენებთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის ან ძველი ურთიერთობის აღდგენაზე იფიქროთ. გადადგით თამამი ნაბიჯები, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების და პასუხისმგებლობების აღების – წინ საკმაოდ საინტერესო პერიოდი გელოდებათ.

კურო

ეს თვე ბევრი სხვადასხვა მიმართულებით პროგრესს გპირდებათ. პლანეტა მერკური 10 მაისს თქვენს ნიშანში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი იდეები უფრო ნათელი გახდება, გეგმები კი უფრო ორგანიზებული. შესაძლოა, იმ საქმეში ნახოთ წარმატება, რაც ადრე დაიწყეთ, თუმცა გარკვეულ ეტაპზე განვითარებას ვეღარ ხედავდით. ფინანსური თვალსაზრისით სტაბილური და თქვენთვის სასარგებლო პერიოდი გელოდებათ. ახლა შეგიძლიათ, ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი თამამად განახორციელოთ და ოცნებები აისრულოთ.

ტყუპები

ტყუპებს მაისის ბოლოს შთაგონებისა და მოტივაციის მომატება და მოულოდნელი შეხვედრების ეტაპი ექნებათ. პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში შემოდის. ამიტომაც, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში დიდი წარმატება გელოდებათ. გექნებათ შანსი, საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ, ჩაერთოთ ახალ პროექტებში ან მიმდინარე საქმეში ნახოთ წარმატება. ნუ იტყვით უარს ახალ შეთავაზებასა და წინადადებაზე. თქვენი მთავარი ამოცანაა, ახალი პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ. სხვა მხრივ, თვის ბოლოსკენ ძალიან წარმატებული პერიოდი გელოდებათ.

მორიელი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისის ბოლოს პიროვნული ტრანსფორმაციის ეტაპი დადგება და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. შესაძლოა, კარიერულად დაწინაურდეთ, ან ახალ პროექტებში ჩაერთოთ. ურთიერთობებიც ბევრად უფრო სასიამოვნო და სტაბილური გახდება. მთავარი ამოცანაა, ძველი წყენა საბოლოოდ დაივიწყოთ და საკუთარ თავს განახლებული ეტაპის დაწყების უფლება მისცეთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა: ნუ შეგეშინდებათ ახალი კარის გაღების, გადადგით ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯები და წარმატებაც არ დააყოვნებს.

მერწყული

მაისის ბოლოს მოტივაციის ახალ წყაროს აღმოაჩენთ და ენერგიის მომატებასაც იგრძნობთ. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ თქვენი ოცნების საქმე დაიწყოთ ან საბოლოოდ მიუბრუნდეთ იმ საქმეს, რომელიც უკვე რამდენჯერმე გადადეთ. ფინანსური თვალსაზრისითაც საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. ასევე, შესაძლოა, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო დღეებს შემოიტანენ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯები ცვლილებებისკენ. ნუ შეგეშინდებათ საპასუხისმგებლო, ერთი შეხედვით, დიდი და ამბიციური გეგმების ჩამოყალიბებისა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის.

წყარო: ბომონდი.ge 

გაზიარება120

დაკავშირებული -პოსტები

საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც” – ნუგზარ კოხრეიძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც” – ნუგზარ კოხრეიძე
მთავარი

ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებულ 14-დღიან პატიმრობას აპროტესტებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში "RICDOG"-ის  თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე გამოეხმაურა. "14-დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელებში პოსტის გამო, ეს იგივეა, რაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მტვრის ნაწილაკების ზემოქმედება ყოველწლიურად ათასობით ნაადრევი გარდაცვალების მიზეზია – ჯანმო

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
„ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო
მთავარი

ევროპის რეგიონის მოსახლეობისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი საფრთხეა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ. მასალას COMMERSANT.GE აქვეყნებს. „ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, ქრონიკული...

დაწვრილებითDetails

დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება – მედიის ადვოკატირების კოალიცია

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საზოგადოებრივ მაუწყებელში  თანამშრომელთა დევნის პრაქტიკა გრძელდება
მთავარი

ვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება - ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კოალიცია ვახო სანაიას ფეისბუქ პოსტის გამო დაკავებას...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი ჩვენებას აძლევს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

ნატა ვიბლიანი ჩვენებას იწყება - ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, ემიგრაციიდან დისტანიცურად პასუხობს ქართველი გამომძიებლების კითხვებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაადგინოს, ვინ არიან ის პირები, ვინც წლების განმავლობაში, სავარაუდოდ აუპატიურებდნენ ცხრა წლის გოგონას....

დაწვრილებითDetails

„Jack Daniel’s“-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
„Jack Daniel’s“-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ – დაკავებულია 2 პირი
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, „Jack...

დაწვრილებითDetails

ოჯახი 79 წლის ბაბალე ნათელა ბაბელაშვილს ეძებს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ოჯახი 79 წლის ბაბალე ნათელა ბაბელაშვილს ეძებს
მთავარი

ოჯახი 79 წლის ბაბალე ნათელა ბაბელაშვილს ეძებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო. იძებნება ბაბალე(ნათელა) ბაბელაშვილი. 79 წლის. გუშინ დილით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. აქვს მეხსიერების პრობლემა.თუ ვინმე შეხვდებით ან...

დაწვრილებითDetails

წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
მთავარი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო-ხონის საავტომობილო გზის 3 კმ-იან (კმ1-კმ3) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები....

დაწვრილებითDetails

ქუთაისი „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის კანდიდატია

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ქუთაისი „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის კანდიდატია
მთავარი

ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშვილდაძე ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის (ACES Europe) საექსპერტო კომისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე “ქუთაისისთვის ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის  სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს....

დაწვრილებითDetails

მეგობარი მოატყუა და 16 800 დოლარს თაღლითურად დაეუფლა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ შემოჰქონდათ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ შემოჰქონდათ – დაკავებულია 2 პირი
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტისა და ,,ფოთის “ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"