მზე მერწყულის ნიშანში 2025 წლის 19 იანვარს შევიდა და 18 თებერვლამდე ამ პოზიციაში იქნება. ეს კი თითოეულ ჩვენგანს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება. აღნიშნულ პერიოდს “მერწყულის სეზონსაც” უწოდებენ. ზოდიაქოს აბსოლუტურად ყველა ნიშანი ემოციური ფონის დასტაბილურებასა და ბევრ საკითხში ობიექტურობის შენარჩუნების სურვილს იგრძნობს. თუმცა, ეს პერიოდი ზოდიაქოს 3 ნიშნისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდება:
მერწყული
მერწყულის სეზონი თქვენთვის პიროვნული აყვავებისა და ჭეშმარიტი სურვილებისა და ღირებულებების გაცნობიერების დრო იქნება. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში, ენერგიის მომატებას იგრძნობთ და გაქვთ შანსი, სრულად გამოავლინოთ ის თვისებები, რაც ბევრი ადამიანისაგან განგასხვავებთ. ესენია: დამოუკიდებლობა, კრეატიულობა და ინოვაციის სურვილი. შესაძლოა, სწორედ ახლა რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ და გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ აქამდე სხვადასხვა მიზეზით ვერ მოახერხეთ.
ეს პერიოდი თქვენთვის პიროვნულადაც და კარიერულადაც განსაკუთრებით ხელსაყრელია. გაქვთ შანსი, დაწინაურდეთ და მიიღოთ ის შეთავაზებები, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.
კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენლებისათვის მერწყულის სეზონი კარიერის სექტორსა და გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებს ააქტიურებს. ახლა გაქვთ შანსი, თქვენი შრომის შედეგით დატკბეთ, მიიღოთ კარიერული აღიარება და კიდევ მეტი მოტივაცია გაგიჩნდეთ, რომ წინსვლა განაგრძოთ.
გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ პერიოდში შეგიძლიათ, დრო შემოქმედებითობასა და ინოვაციურ იდეებს დაუთმოთ, დაიწყოთ ახლის შესწავლა, ჰობი განავითაროთ და ბედნიერი დღეები შეიქმნათ. გექნებათ შესაბამისი ენერგია და მოტივაცია, რომ თვითგანვითარებასა და თქვენთვის სასარგებლო ცვლილებებზე იფიქროთ.
ლომი
“მერწყულის სეზონი” ლომებისთვის პარტნიორულ ურთიერთობებთან და სოციალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით გამოიწვევს ცვლილებებს. ეს პერიოდი დაგაფიქრებთ იმაზე, რომ საქმიან და პირად ურთიერთობებს შორის ბალანსი უნდა იპოვოთ.
კარიერული წინსვლის დიდი შანსი გაქვთ. ახლა შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოთ ის, რასაც დიდი ხანია უცდით. ასევე, თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ბევრად ჰარმონიული და საინტერესო დღეები გელოდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თვის განმავლობაში მოულოდნელი სიურპრიზებიც გაგახარებთ და მოტივაციას გაგიზრდით.
წყარო: ბომონდი.ge










