
ზვიგენების სახეობების 1/3 „გლობალური გადაშენების კრიზისის“ წინაშეა. მიზეზი უკონტროლო თევზაობაა, – ამის შესახებ Al Jazeera სამეცნიერო ჟურნალ Current Biology-ს კვლევაზე დაყრდნობით წერს.
როგორსც სტატიის ავტორი წერს, გახშირდა ზვიგენების ხოცვა გამრავლების პერიოდში, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს პოპულაციას.
„ზვიგენები საზღვაო ეკოსისტემის ბალანსის „ჟანდარმები“ არიან, ისინი დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ სუსტი ნაყოფიერება აქვთ. ინტენსიური თევზაობის შემთხვევაში, სერიოზული ზიანი წარმოიქმნება“, – ამბობს ბიოლოგი მიკა სამბა დიოპი.










