ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ლევან კინწურაშვილის შემდეგ, თანამდებობა ზვიად ჯავახიამ დატოვა.
დღეიდან ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურს ჯავახიას მოადგილე გაგა სანდუხაძე უხელმძღვანლებს.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ ზვიად ჯავახიამ ჯავახიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ის მუშაობას ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში გააგრძელებს.
ზვიად ჯავახია აუდიტის სამსახურის უფროსად 2019 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე კი მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელი იყო.










