ზვიად შალამბერიძე მესხიშვილის თეატრის მსახიობის ვაჟა ოყრეშიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე მესხიშვილის თეატრის მსახიობის ვაჟა ოყრეშიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქუთაისის თეატრის ისტორიის მემატიანის და ყველასათვის საყვარელი მსახიობის ვაჟა ოყრეშიძის გარდაცვალების გამო. ვაჟა ოყრეშიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის 1960 წლის იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად და ამ დროის განმავლობაში 100-ზე მეტი როლი განასახიერა. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, “ღვაწლმოსილი ქუთაისელის’’ საპატიო სიგელის მფლობელი. იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ვაჟა ოყრეშიძის ოჯახს, ახლობლებს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს და თეატრალურ საზოგადოებას. ვაჟა ოყრეშიძის სახელი სამუდამოდ დარჩება მესხიშვილის თეატრის ისტორიაში”, – აცხადებს შალამბერიძე.
“სიკვდილში და სიყვარულში არ არსებული” – მსახიობი ვაჟა ოყრეშიძე გარდაიცვალა