ზესტაფონში, ახალგაზრდა ქალმა, წყლის ნაცვლად, შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია – ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ ზესტაფონის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
პაციენტთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
mtavari.tv










