ექსტრაპოლაციური დაპროგნოზებით დეკემბერსა და იანვარში აღნიშნულ სასაქონლო ჯგუფებზე მოხდება ფასების ზრდა საშუალოდ 16,7 %-ით. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეკონომისტი ოთარ აბესაძე წერს.
“დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით გაძვირდა:
1. ბოსტნეული და ბაღჩეული 43%-ით.
2. ზეთი და ცხიმი 31.6% – ით.
3. პური და პურპროდუქტები 19.4 % – ით.
4. რძე ყველი და კვერცხი 18.2 % -ით.
5. შაქარი, ჯემი და ტკბილეული 18% – ით.
6. თევზეული 16% – ით.
7. მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები 13% – ით.
8. ხორცი 11.2 % – ით.
9. ხილი და ყურძენი 9.3 % – ით.
10. ყავა და ჩაი 6.4 % – ით.
საშუალოდ მიმდინარე თვეში ჩვენი ყოველდღიური (გასტრო ეკონომიკური) ცხოვრება გაძვირდა 18.7 % – ით.
თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე ინფლაციის დინამიკას და მზარდ ტენდენციას ( აღნიშნული ფასების ზრდა თავიდან ბოლომდე გამოწვეულია ინფლაციით ) ექსტრაპოლაციური დაპროგნოზებით დეკემბერსა და იანვარში აღნიშნულ სასაქონლო ჯგუფებზე მოხდება ფასების ზრდა საშუალოდ 16,7 % – ით”, – წერს ეკონომისტი.










