ვწუხვარ, რომ სიტყვა „პოლიტპატიმარი“ ჩემთან დაკავშირებით გამოიყენეს, მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს პოლიტპატიმრები, თუმცა ვინაიდან, ივანიშვილი არის მთავრობაში ეს უკვე დიდი ანომალია და პრობლემაა , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, მისი შეწყალება საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგი იყო.
,,ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლის შედეგია. საერთაშორისო ძალისხმევა არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი საზოგადოების ძალისხმევა აქ. ჩვენ ქვეყანას მართავს კაცი, რომელიც თვითდაზიანებების გზით დადის, ჩემი დაჭერა მისთვის თვითდაზიანება იყო და ჩემი გათავისუფლებაც მისთვის თვითდაზიანებაა. თუ ის საკუთარ თავს ამხელა ზიანს აყენებს, რაოდენ სახიფათოა ის ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ეს ქვეყანა არ არის ჩალით დახურული, მას ჰყავს მეგობრები და რაც არ უნდა უტიფარი, მატყუარა და გადამგდები ადამიანთა ჯგუფი მართავდეს ჩვენ ქვეყნას ბევრი პარტნიორი ჰყავს. ვწუხვარ, რომ სიტყვა „პოლიტპატიმარი“ ჩემთან დაკავშირებით გამოიყენეს, მე არ მინდა რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს პოლიტპატიმრები. ვინაიდან, ივანიშვილი არის მთავრობაში, ეს უკვე დიდი ანომალია და პრობლემაა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ “ფორმულასთან”.