LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვფიქრობ, საერთაშორისო საარჩევნო ან საგამოძიებო კომისია ობიექტური არ იქნება – რამაზ საყვარელიძე

x

ვფიქრობ, საერთაშორისო საარჩევნო ან საგამოძიებო კომისია ობიექტური არ იქნება – რამაზ საყვარელიძე

დაპოსტა 2024/10/29-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით დათმობაზე ვერ წავა, თუ საერთაშორისო საზოგადოებამ რაიმე ახალი არგუმენტი ან პირობა არ შესთავაზა – ჩაატარონ გამოძიება, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ამოცანა ის იქნება, საერთაშორისო საარჩევნო ან საგამოძიებო კომისია ობიექტური იქნება თუ არა. ვფიქრობ, არ იქნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას, მეორე მხრივ კი არჩევნების შესაძლო გაყალბების საერთაშორისო ორგანოების მიერ გამოძიების საკითხს.

საყვარელიძის თქმით, შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოძიების შემთხვევაში ვერ გაბედოს, რომ არაობიექტური იყოს, რადგან „მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ხელისუფლების კურსს, რომ საქართველო არ დამორჩილდეს დასავლეთის ინტერესებს“.

„დაეთანხმოს ყველა და ჩაატარონ [გამოძიება]. შემდეგ უკვე ამოცანა იქნება ის, საარჩევნო ან საგამოძიებო კომისია, ობიექტური იქნება თუ არა. ვფიქრობ, არ იქნება. მაგრამ, მოახერხებს თუ არა, რომ არაობიექტური იყოს, ეს სხვა საკითხია, რადგან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ კურსს, რაც ხელისუფლების მიერაა აღებული, რომ საქართველო არ დამორჩილდეს დასავლეთის ინტერესებს. თუ დასავლეთი გეტყვის, რომ აქ ომი მინდა, უნდა დამორჩილდეს საქართველო და გააკეთოს აქ ფრონტი თუ არა? ეს იყო ცენტრალური ფორმულა ამ არჩევნებში ხელისუფლების მხრიდან და სწორედ ამ საკითხის გამო დაიკავა ხელისუფლების მხარე მოსახლეობამ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გარდა ამისა, საყვარელიძის განცხადებით, რადგან ხელისუფლება არჩევნებით ვერ შეიცვალა, დასავლეთი და ოპოზიცია ცდილობს შექმნას მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლებას შეცვლის.

რამაზ საყვარელიძის თქმით, გაუგებარია, რატომ ელოდება ოპოზიცია ხელახალი არჩევნების შემთხვევაში განსხვავებულ შედეგს.

„აქციაზე ხალხის რაოდენობა რომ იქნებოდა, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ოპოზიციურმა განწყობამ გარკვეული ქულები აიღო. ჯამში, საკმაოდ სერიოზული ციფრები მიიღო შედეგებშიაც. რაც შეეხება ოპოზიციის გადაწყვეტილებას – გუშინდელ მიტინგს ჰქონდა ფორმულა, რომ არჩევნები გააყალბეს, მაგრამ ჯერ არჩევნების გაყალბების მექანიზმები უნდა დადონ. ოპოზიცია რომ არ იქნა არჩეული, ჯერჯერობით ეს მოტივი ჩანს მთავარი. რადგან ოპოზიცია არ აირჩიეს, ე.ი. გაყალბდა, მაგრამ იქნება ამ ხალხს ოპოზიცია არ მოსწონს?

არცერთ სოციალურ გამოკვლევაში, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ხელისუფლებას, არ ჰქონია. ახლა საიდან გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები გაყალბდა? ჩემთვის ეს გაუგებარია გარდა იმ მოტივისა, რომ ოპოზიციას არ უნდა, არჩევნების ამ შედეგს დათანხმდეს და ამიტომ გამოდის ქუჩაში. 2020-ში ხომ იგივე იყო? – ანუ ყველა არჩევნებში, ის, ვინც მარცხდება, ხომ პროტესტით გამოდის ქუჩაში? ქართულ სინამდვილეში ეს რეალობა შემოდის, რომ თუ დავმარცხდები, მაინც ვიბრძოლებ ბოლომდე. ამ ბრძოლის კომპონენტია ქუჩაში გამოსვლა; პრეზიდენტი, როგორც ოფიციალური პირი, რომელიც ამ პროტესტს მხარს უჭერს და დასავლეთის არც თუ ისე მკაფიო რეაქცია – გაყალბდაო, ბოლომდე ვერ ამბობენ, მაგრამ რაღაც პრობლემები იყო არჩევებშიო, ამბობენ. რა თქმა უნდა, პრობლემები ყველა არჩევნებშია. მაგრამ გაყალბების მექანიზმზე, ცხად მექანიზმზე იმისა, რომ ეს მონაცემები, რაც ციფრების სახითაა, მიუღებელია, ვერავინ მსჯელობს.

ისე, დასავლეთს რომ ეს ხელისუფლება არ უნდა, ადრეც ცხადი იყო. ნათქვამი იყო, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, დასავლეთის კარი დაიხურებაო. არც ამ ოპოზიციას არ უნდა ეს ხელისუფლება. არჩევნებით ვერ შეცვალეს ხელისუფლება და ახლა, დასავლეთი და ოპოზიცია ცდილობს შექმნას მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება. ეს იქნება საპროტესტო აქციები, ხელახალი არჩევნების დანიშვნა თუ ა.შ. თუმცა, მე არ მესმის ხელახალ არჩევნებში რატომ ელოდებიან განსხვავებულ შედეგს იქიდან გამომდინარე, რომ არცერთ სოციალურ გამოკვლევაში და არცერთ სხვა არჩევნები ოპოზიციას დღევანდელ სახელისუფლებო პარტიაზე უფრო მეტი ხმა არ აუღია“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულ ქვეყნებსაც თავიანთი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, საქართველოში არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ობიექტურები არ იქნებიან.

„პრეცედენტი, რომ არჩევნებში საერთაშორისო საზოგადოება ჩართულიყო, არ მახსენდება. საერთაშორისო საზოგადოება რას ნიშნავს? – თუ ეს ევროპულ საზოგადოებათა წარმომადგენლებს ნიშნავს, მაშინ ვიცით, რომ ევროპული ქვეყნები, ამერიკის თამადობით, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე, ამ ხელისუფლების წინააღმდეგი იყვნენ. ე.ი. საერთაშორისო საზოგადოების მიერ შექმნილი კომისია წინააღმდეგი იქნება ამ ხელისუფლების. დროშად უკავიათ, რომ თუ საერთაშორისოა, ე.ი. სწორი და ობიექტურია, მაგრამ ვხედავთ, რომ შეიძლება იყოს საერთაშორისო, ევროპული, მაგრამ ობიექტური არ იყოს. ასეთი ევროპული ჩარევით მოლდოვაში მოხდა რეფერენდუმის გადასწორება ერთ ღამეში. რატომ? იმიტომ, რომ ევროპულ ქვეყნებსაც თავიანთი პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ადამიანები არიან, რომელთაც რაღაც პოლიტიკური მიზნები აქვთ. მათ პოლიტიკური ინტერესები, თუნდაც შუა აზიის გამო აქვთ. ე.ი. ისინი ობიექტურები არ იქნებიან“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავისი ინიციატივით არჩევნებთან დაკავშირებით დათმობას არ გააკეთებს, რადგან „საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი“.

„ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით დათმობაზე ვერ წავა, თუ საერთაშორისო საზოგადოებამ რაიმე ახალი არგუმენტი არ შესთავაზა, ან პირობა, რადგან თვითონ „ქართული ოცნება“ თავისი ინიციატივით ასეთ დათმობას არ გააკეთებს. „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. გამოდის, რომ ამ ადამიანებს „ქართული ოცნებას“ უცხადებს უნდობლობას. ანუ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ადამიანების არჩევანიც უნდა დაიცვას. თუ არადა, ხვალ და ზეგ უკვე „ოცნების“ მიმართ იქნებიან ეს ადამიანები კრიტიკულები. ანუ თავის ამომრჩევლებს დაკარგავენ“,- განაცხად რამაზ საყვარელიძემ.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.
მთავარი

11 აგვისტო წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა. გილოცავთ! წმიდაო ნიკოლოზ - ევედრე უფალს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამინ.

დაწვრილებითDetails

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...

დაწვრილებითDetails

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ
მთავარი

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

ქუთაისში 12 აგვისტოს  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება აგვისტოს ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ლანეტების აღლუმი და 12 აგვისტოს მზის დაბნელება ცვლილებების მექანიზმს ყველა სფეროში აამოქმედებს. ბევრ ადამიანს უახლოესი გეგმებისა და ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოუწევს. კვირის ბოლოს კი ზოგიერთ ნიშანს მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"