უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც 1 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს.
“აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მოწვევით, აშშ-ში უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი და პირველი ლედი ელენა ზელენსკაია ვაშინგტონში ჩავიდნენ”, – იუწყება ოფისი.
ვიზიტის დღის წესრიგში შედის ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ და დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა.
შეხვედრაზე პრეზიდენტები ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს, ასევე თეთრი სახლის მხრიდან კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მხარდაჭერას განიხილავენ.