“ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო” – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტინიორებს აღმოსავლეთში ახალი სამხედრო აქტივობის შესახებ აფრთხილებს.
არსებული ცნობებით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს.
გავრცელებული ცნობობებით, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდა, დღეს ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს.
გამოცემა NYT-ის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს სატელეფონო კონფერენცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან, რათა განეხილათ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარების გაუარესება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს პრესკონფერენცია პარასკევს არ ჰქონდა დაგეგმილი.
ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის PBS-ის ჟურნალისტიც წერს, რომ ასეთი სადაზვერვო ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.