სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰააგისა და სხვა ქვეყნების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის სამხედრო დანაშაულები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქნა ჩადენილი.
დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერის, სენატორ ჩაკ შუმერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის.