ხორვატიის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკელი “ტვიტერზე წერს”.
“დღეს ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად წარვადგინე. ეს ნაბიჯი, რომელიც უვიზო მიმოსვლას უკავშირდება, აღიარებს ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს პროგრამის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ველოდებით ამერიკასა და ხორვატიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას”, – წერს ბლინკენი.










