Miray Cruises-ის მშობელი კომპანია Miray International-ია, რომელიც მსოფლიოში საზღვაო ტურიზმის მაღალი ხარისხის მომსახურებას 1996 წლიდან ეწევა. კომპანია, თავისი სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით, ამ სექტორში, კერძოდ, საკრუიზო ლაინერებისა და მცურავი სასტუმროების მენეჯმენტში 2012 წელს შევიდა და Miray Cruises დააფუძნა.
Miray Cruises-ს ოფისები სტამბოლში, ფლორიდაში, მალტასა და ათენში აქვს გახსნილი. კომპანიაში 900 თანამშრომელია დასაქმებული და აქამდე 250 000-ზე მეტ მგზავრს გაუწია მომსახურება.
2021 წლის დეკემბერში Astoria Grande-ს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისთვის მორიგი ხუთწლიანი სავალდებულო რემონტი კლასიფიკაციის საზოგადოება DNV-მა ჩაუტარა. 2021 წლის ივლისიდან ლაინერზე სასტუმრო კომპლექსი და სალონი სრულად განახლდა.
Astoria Grande-ის გაყიდვების მიმართულების გენერალური აგენტი რუსული შპს „აკვილონია,” რომელიც 2020 წელს დაფუძნდა და ტურისტულ საზღვაო გადაზიდვებს ეწევა. აღსანინშავია, რომ 2022 წლის 7 თებერვალს, უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ საქმიანობის ძირითადი ტიპი შეიცვალა. კერძოდ, „საავტომობილო სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობა და გადაზიდვების მომსახურება“ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში „ტუროპერატორების საქმიანობით“ ჩაანაცვლა. 2022 წელს „აკვილონის“ შემოსავალმა 135 მლნ რუბლი (1,5 მლნ დოლარი) შეადგინა, თუმცა კომპანიამ წელი ზარალით დაასრულა, რამაც 25,3 მლნ რუბლი (282 000 დოლარამდე) შეადგინა.
ცნობისთვის: საკრუიზო გემი, Astoria Grande 22 ივლისს სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს. ტელეკომპანია Россия 1-ის ცნობით, გემზე 850 მგზავრი, მათ შორის რუსი ტურისტები იმყოფებიან, რომლებმაც ბათუმში დამატებითი გაჩერება მოითხოვეს.
„ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი რეისის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები,“ – ნათქვამია ტელეკომპანია Россия 1-ის რეპორტაჟში.
bpn.ge










