LIVE TV
შაბათი, დეკემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება მართვის მოწმობა – შსს დეტალებს განმარტავს

დაპოსტა 2025/12/20-ში
19
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა.

დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის სამართლებრივი შეღავათი გავრცელდეს მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის,  ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის.

მნიშვნელოვანია მართვის უფლების აღდგენის პროცედურები:

780-მდე პირს, რომელთაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდათ მართვის, მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა;

მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ 3500-მდე პირს, ავტომატურად არ აღუდგება მართვის უფლება. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ;

აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ,მართვის უფლება დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს 11 000-მდე ადამიანს. მათ მართვის უფლება აღუდგებათ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში;
იმ 20 000-მდე პირის მიმართ, რომელთაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო შეჩერებული აქვს მართვის უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უზრუნველყოფს თითოეული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მიუთითებს, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგა.

ამასთან, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულზე. მსგავსი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენმა პირებმა,  მართვის უფლების აღდგენის მიზნით, უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 1152 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის მიზნით კი პირმა უნდა მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

ნარკომომხმარებლებისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

ამნისტია არ შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ან რეალიზაციის/გასაღების გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევებს.

ასევე,  ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს,  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს მართვის უფლების შეჩერების შემთხვევებს.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.

აღნიშნული მიუთითებს, რომ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში აღნიშნულ პირებზე მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები გავრცელდება.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში

დეკემბერი 20, 2025
58
მთავარი

ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ”- ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე

დეკემბერი 20, 2025
23
მთავარი

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან აწი აპირებენ წასვლას. კალანდაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
298
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჯამში მათემატიკის მასწავლებლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

დეკემბერი 20, 2025
7
მთავარი

,,გალა-დაჯილდოება 2025“ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა...

დაწვრილებითDetails

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
28
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)

დეკემბერი 20, 2025
62
მთავარი

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)- სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  "გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
273
მთავარი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.  

დაწვრილებითDetails

ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დეკემბერი 20, 2025
18
მთავარი

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

Facebook-ს ახალ სქემას ტესტავს – რა შეიძლება გახდეს ფასიანი

დეკემბერი 20, 2025
13
მთავარი

Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია ახალ სქემას ტესტავს, რომლის თანახმად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
73
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».