LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვის გუნდს წარმოადგენთ – 8 კითხვა ქუთაისის მერობის კანდიდატს მეგობრისგან – რას წერს არჩილ გეგენავა

ვის გუნდს წარმოადგენთ – 8 კითხვა ქუთაისის მერობის კანდიდატს მეგობრისგან – რას წერს არჩილ გეგენავა

დაპოსტა 2025/09/01-ში
A A
387
ნახვა
გაზიარება

ვის გუნდს წარმოადგენთ და რა გზას ირჩევთ? – ამ კითხვით  ქუთაისელი ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა ქუთაისის მერობის შემსრულებელსა და ქალაქის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ერემეიშვილს კითხვით მიმართავს.

არჩილ გეგენავა ღია წერილს სოლიალურ ქსელში ავრცელებს

„ჩემი და შენი მეგობრობის შესახებ თითქმის მთელმა ქალაქმა იცის (ყოველ შემთხვევაში ვინც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და გადაკვეთა გვაქვს არც თუ ისე ცოტა არის ასეთი) და სწორედ ამიტომ მივეცი თავს უფლება, რომ როგორც ჩემთვის „უპასუხისმგებლო გუნდის” კანდიდატს, ქუთაისის მერობის პოზიციაზე მოგმართო. ჩემთვის ღირსების ტოლფასი ქალაქის მერობისთვის მსურველს დაგისვა მწვავე კითხვები, რომელთა პასუხიც მაინტერესებს.


ამ შემთხვევაში გესაუბრები არა როგორც მეგობარს – დათო ერემეიშვილს, რომელთანაც დიდი ხანია მეგობრობა მაკავშირებს, არამედ როგორც მერობის კანდიდატ დავით ერემეიშვილს.


არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი შეკვეთილი და ხოტბა შესხმული, „ფულგადახდილი“ ბლოგი, წინა გადამდგარ მერზე, რომელსაც გვაცნობდნენ როგორც კარგი ოჯახის შვილს, პასუხისმგებელ ქუთაისელს და საკუთარ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. სწორედ ამ იარლიყით მოვიდა მერობის თანამდებობაზე და შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: ქალაქის მერობიდან მისი ჩამოშორება, მუშაობის დროს კი მან ხალხისთვის მნიშვნელოვანი ვერაფერი შექმნა და ვერაფერი გააკეთა.


სურვილი მაქვს, რომ ფსევდო-PR არასოდეს იყოს ქუთაისის მერობის კანდიდატების მთავარი კოზირი. ასევე, ფულით შექმნილი იმიჯი არ უნდა იქცეს სტანდარტად იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც უკვე დიდი ხანია ატყუებს ის გუნდი, რომლის წარმომადგენელიც თქვენ ხართ, ყოველთვის უნდა იყო ხალხის მერი დ არა პარტიის დავალების შემსრულებელი.


 ამ მაგალითს შეგნებულად ვიხსენებ, რადგან დღეს, როცა წარდგებით პოლიტიკურ ასპარეზზე, აუცილებელია მოქალაქემ მკაფიოდ იცოდეს თქვენი პოზიციები. ვიმეორებ – მე არ გეკითხებით როგორც მეგობარს, არამედ როგორც პოლიტიკურ ფიგურას და პარტიის წარმომადგენელს.


 ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახოს სწორად – ვის გუნდს წარმოადგენთ და რა გზას ირჩევთ.
ერთ მხარეს დგას გუნდი, რომელმაც ქუთაისს არაფერი გაუკეთა: გელათი „დაუნგრია“, ბაგრატის ნგრევას და წყლისგან ლპობას შეგნებულად უწყობენ ხელს. გასულ წელს ვიდეო და ფოტო ფაქტების დადების შემდეგ კულტურის იმ დროინდელმა მინისტრმა, რომელსაც კულტურასთან არაფერი საერთო ქონდა, ვრცელი წერილიც მოგვიძღვნა და პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტივისტიც კი მიწოდა ჩემს მეგობართან ერთად.


ქალაქში მნიშვნელოვანი ნაგებობები ნგრევის პირასაა, მათ შორის – რიონის პირა სახლები, რომელთა რეაბილიტაციის დაპირებაც წინა წლებში მივიღეთ ერთ-ერთი გადაყენებული მერის დროს


საერთო ჯამში, ამ გუნდმა ქალაქს ღირსება და ფუნქცია ფაქტობრივად დაუკარგა.


მეორე მხარეს დგას ქალაქი, რომელსაც ქვია ქუთაისი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ იბრძოლა, ამავე დროს სიმბოლოა ერთიანი საქართველოსი და ადგილი, სადაც დიდმა დავითმა, აღმაშენებელმა, მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყებად ქვეყანა მოამზადა. ასევე არ შემიძლია არ გავიხსენო სოლომონ მეორეს დაწყებული ბრძოლა რუსი „ერთმორწმუნე“ მტრების წინააღმდეგ.


 ამ ფონზე, როგორც ამომრჩეველს და მოქალაქეს, მაქვს რამდენიმე პრინციპული კითხვა:


2008 წელს ომი ვინ დაიწყო – რუსეთმა თუ საქართველომ? რა არის თქვენი პოზიცია?


გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებაზე „ქართული არმია ხულიგნები არიან“ – რას ფიქრობთ? არ გიჭირთ იმავე გუნდში ყოფნა, სადაც ასეთი განცხადებების და მტრული ფიქრების მთქმელი ავტორებიც არიან?


რას ფიქრობთ იმ უსამართლო ქმედებებზე, რასაც ქართული პოლიცია ჩადის და პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებს ღებულობს უსამართლო სასამართლოსთან ერთად? მათ შორის, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე, როცა უსამართლოდ დამაჯარიმეს, წინა დღით, უკვე ყოფილმა, გადაყენებულმა – მერმა განცხადება გააკეთა შეურაცხყოფა მომაყენესო და მე დამაჯარიმეს იმის გამო რომ, თითქოს ხალხს უშვერი სიტყვებით მივმართე, არადა ის “გასაგნებული პოლიტიკოსი” „ხალხი“ არაა და “მთხლე” ზედგამოჭრილი ეპითეტი იყო იმ დღეს მისთვის.


პარლამენტის ქუთაისში დატოვება – თქვენთვის რა მნიშვნელობის საკითხია? რას სთავაზობთ ქალაქს რეალურად, გარდა „მითიური“ დაპირებებისა, რაც წარსულში ბევრჯერ მოვისმინეთ ამ შენობასთან დაკავშირებუთ?


მერად არჩევის შემთხვევაში – რამდენად იქნებით დამოუკიდებელი? შეძლებთ თუ არა პარტიის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, თუ ქუთაისის განვითარება პარტიის წინააღმდეგობას მოითხოვს?


ქუთაისი „ქართული ოცნების“ ხელში მეორე ქალაქის სტატუსიდან მეოთხე ქალაქად „ჩამოაქვეითეს“, ხვალ შეიძლება მეხუთეც გახდეს. რას ფიქრობთ ამ ტენდენციაზე და რა ხედვა გაქვთ ქალაქის სტატუსისა და მნიშვნელობის აღსადგენად?


არასდროს მომისმენია თქვენი პოზიცია გელათზე. მესმის, ეს თქვენთვის შესაძლოა მძიმე თემა იყოს, მაგრამ როგორც ქართველმა, როგორც დავითმა და როგორც ქუთაისელმა – რა აზრი გაქვთ იმ მდუმარებაზე, რომელიც გელათის ირგვლივ სუფევს? და როგორ აფასებთ იმას, რაც თქვენს გუნდს დაუკავშირეს?


როგორ წარმოგიდგენიათ – რამდენად სწორია, კიდევ ერთი გადაყენებული მერის ისევ პოლიტიკაში შემოყვანა და საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენა? იმ მერის, რომელიც იმავე გუნდმა უარყო და რომლისთვისაც ქუთაისის ფუნქციური განვითარება პარტიულ სტრატეგიას ემსხვერპლა?


ბატონო დავით, მე ვერ გისურვებთ წარმატებას ისე, როგორც გისურვებენ ისინი, ვინც მლიქვნელობით რაღაცის მოლოდინშია.
წარმატებას ვერ გისურვებთ, რადგან ეს წარმატება ავტომატურად ასოცირდება იმ გუნდის ” ყალბ წარმატებასთან”, რომელმაც მოღალატეობისა და ქუთაისის „მიტოვების“ მეტი არაფერი გააკეთებია.
პიროვნული წარმატება კი – არასდროს მეწყინება თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. იმიტომ რომ მე არ გამიცვნიხართ იმ გუნდის მეშვეობით, რომელსაც ახლა წარმოადგენთ. არასდროს შემრცხვება იმის, რომ თქვენთან კითხვებს ვსვამ როგორც პოლიტიკოსთან და არა როგორც მოქალაქესთან.


ჩემი ღია წერილით, რა თქმა უნდა, აღშფოთდებიან უსახელო, უგვარო, უსახური „ტროლ-ბოტებად“ მომუშავე საჯარო მოხელეები და არაფრები, რომელთათვისაც ნაკლებად ცნობილია ჩემი და თქვენი ურთიერთობა როგორც ადამიანებს შორის. მაგრამ თქვენთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, იმედი მაქვს ეს ტექსტი მაინც გახდება დაფიქრების მიზეზი.
არ ველი არავისგან არაფერს – სიმართლისა და გულწრფელობის გარდა.


ერთი რამ კი ფაქტია: ეს წერილი აუცილებლად გახდება განხილვის საგანი შიდა ჩატებში და გამაღიზიანებელი მათთვის, ვისთვისაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და ვინც პროჭორვილური პოლიტიკის გამტარებელ რიგებშია”. – წერს არჩილ გეგენავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება155

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"