გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხის გამოქვეყნების შემდეგ კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. უპირველესად, საინტერესოა ენდობიან თუ არა ექსპერტიზის დასკვნას და რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც თვალს ადევნებენ ამ ტრაგიკული ამბის გამოძიების დეტალებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრებების ანალიზი ნათელს ხდის მოსაზრებას რომ საქმე იმდენად ჩაიხლართა პოტენციურ დამნაშავეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.
გთავაზობთ მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ დასმულ კითხვათა ერთობლიობას, რომელიც სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
,,1. ნახულია თუ არა და აქვს თუ არა ექსპერტიზა ჩატარებული შაქარაშვილის ტუფლებს და ნასკებს;
2. დადგენილია თუ არა ის ადგილი სადაც მოხვდა ის წყალში;
3. შუა ზაფხულში მიცვალებული უნდა ყოფილიყო სერიოზული “გაფუჭებული” რატომ არ იყო?
4. მერსედესის თავდასხმისას 6 კაცი რომ ერთს ურტყამდა და ის რომ ჩაიკეცა, სწორედ ის ხომ არ იყო შაქარაშვილი და ყველა ხომ არ იტყუება?
5. რატომ თქვა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სატელეფონო საუბრისას, შეიძლება 20 წელი მომისაჯონო?
6. ვისია ის “მარშუტკა” იმ საღამოს ხიდზე რომ იყო გაჩერებული სააავარიო ციმციმებით? ჩატარებული თუ არა მასზე ექსპერტიზა და დალუქულია თუ არა?!;
7. ვისი დნმ-ია აღმოჩენილი ჩანთაზე?!
8. მაშინ როცა ექსპერტიზის დასკვნას ჭირდებოდა მაქსიმუმ 3 დღე რატომ გაიწელა 20 დღე?!
9. ვინ ჩაატარა “პლანქტონებზე” ექსპერტიზა და ამას რა შედეგის მიღება შეეძლო?!
10. შემოწმებულია თუ არა სავარაუდო სასურსათო დიდი მაცივრები თბილისის მაშტაბით?!
11. შემოწმებულია თუ არა საავადმყოფოები, სადაც შეიძლება მიყვანილი ყოფილიყო გონებადაკარგული შაქარაშვილი?!
12. რომელიმე “მორგში” ხომ არ იყო დასვენებული მანამდე 3 დღით?!
პასუხგაუცემელი კითხვები იმდენია რომ…”-წერს სტატუსის ავტორი ზაზა ყურაშვილი.










