LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვისგან და რამდენ ლარად ყიდულობს ცესკო ხმის დამთვლელ აპარატურას

ვისგან და რამდენ ლარად ყიდულობს ცესკო ხმის დამთვლელ აპარატურას

დაპოსტა 2023/09/18-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის დამთვლელ და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებს ნიდერლანდებში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია Smartmatic International Holding-ისგან შეიძენს. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს,

როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ნახევრად ელექტრონული წესით ჩატარდება. ამიტომაც ცესკო ათობით მილიონი ლარის ღირებულების ხმის დამთვლელ აპარატურას ყიდულობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, Smartmatic International Holding-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება 54 215 254 ლარს შეადგენს. ტენდერის გამოცხადებისას კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 54 653 496 ლარს შეადგენდა.

Smartmatic International Holding-ი 2000 წელს ნიდერლანდებში დაფუძნდა, თუმცა ორგანიზაცია პოზიციონირებს როგორც საერთაშორისო კომპანია. კომპანიის ოფისები განთავსებული აქვს ჰოლანდიის გარდა, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, კანადაში, ფილიპინებში, ესტონეთში, საერთო ჯამში 12 ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში; კენიაში; ფილიპინებში; ნორვეგიაში (ინნალანდეტის ოლქში); ალბანეთში; ბულგარეთში; ჰონდურასში; კანადაში (ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში). საერთო ჯამში, ამ კომპანიის ტექნოლოგიით არჩევნები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა და მისი ტექნოლოგია 140-ზე მეტ არჩევნებში გამოიყენეს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აპარატურის ტექნიკური აღწერილობა ასეთია:

ვერიფიკაციის აპარატი, რომელმაც ამომრჩეველთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის საშუალებით. შემოთავაზებულ აპარატს უნდა გააჩნდეს ციფრულ მონაცემთა წაკითხვის (MRZ წამკითხველი) და ბეჭდვის ინტეგრირებული კომპონენტები. ამასთანავე, MRZ წამკითხველის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პასპორტისა ან/და ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) გატარება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ამომრჩევლის მონაცემების ხელით. ამას გარდა, ვერიფიკაციის აპარატი და მისი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იძლეოდეს გარკვეული სტატუსის მქონე პირების (მაგ.: პატიმრობაშია, საავადმყოფოშია და ა.შ.) დაბლოკვის შესაძლებლობას. ამასთანავე, ვერიფიკაციის ნებისმიერი აპარატის ეკრანზე აღნიშნული უნდა იყოს, რეალურ დროში, ვერიფიცირებული ამომრჩევლების რაოდენობა.

ვერიფიკაციის მოწყობილობა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადი უნდა იყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში (ცესკოს) არსებულ მონაცემთა ბაზებთან (მონაცემები განთავსებულია MSSQL სისტემაში, რომლის მიწოდებაც აპარატებში განსათავსებლად უნდა მოხდეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მიერ გამართული, შუალედური სერვერის გამოყენებით). ამასთან, ვერიფიკაციის აპარატი არცერთ ეტაპზე არ უნდა იყენებდეს ინტერნეტს ან/და ინფორმაციის გაცვლის უსადენო კავშირს (Wifi მოწყობილობა)

ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი – შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის საშუალებით, რომელიც იყენებს ოპტიკური ნიშნების ამოცნობის ტექნოლოგიას (OMR Technology). ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატს უნდა გააჩნდეს ქაღალდის ბიულეტენის სკანირების, ხმების დათვლის, შედეგების შეჯამებისა და ბეჭდვის ინტეგრირებული კომპონენტები, ასევე აპარატს უნდა გააჩნდეს ბიულეტენების ორივე გვერდის სკანირების შესაძლებლობა. ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში განთავსებისათვის შესაძლებელი უნდა იყოს ციფრულ წამკითხველზე ბიულეტენის მორგება ზედ დატანილი QR კოდით და ამავდროულად, ბიულეტენის სპეციალურ ჩარჩო კონვერტში მოთავსება. ამასთანავე, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული ნებისმიერი აპარატის ეკრანზე აღნიშნული უნდა იყოს, რეალურ დროში, აპარატში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა.

ამავდროულად, ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატს თან უნდა ახლდეს ბიულეტენების შესანახი ყუთი, რომელზეც მყარად უნდა მაგრდებოდეს უშუალოდ აპარატი და თავსებადი იყოს მასთან.

ბიულეტენების შესანახი ყუთის მოცულობა უნდა იყოს 200-220 ლიტრის ფარგლებში, ხოლო მისი გამჭვირვალობა უნდა იყოს: 30-35 %-ის ფარგლებში.ამასთან, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი არცერთ ეტაპზე არ უნდა იყენებდეს ინტერნეტს ან/და ინფორმაციის გაცვლის უსადენო კავშირს (Wifi მოწყობილობა),” – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, მოწყობილობებს უნდა გააჩნდეთ ISO 9001:2015, ISO 14001:2015, და ISO 27001:2013 მოქმედი სერტიფიკატები.

ცნობისათვის, 2023 წლის 6 თებერვალს ცესკომ გამოსცა დადგენილება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წესები არის განსაზღვრული.

 

bpn.ge

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მიმართავს. „გვსურს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ვაცნობოთ, რომ ვინმე გიორგი გულიაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მიერ მხილებული იყო, როგორც თვითმარქვია...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”- საია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საიას ქუთაისის ფილიალი არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ქუთაისში დააკვირდება
მთავარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიში, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახლის ანგელოზის ლოცვა, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა წაიკითხოს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
რა ვიცით სახლის ანგელოზის შესახებ – დღეს მისი დღეა
მთავარი

ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე... სახლთანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

„არ შეცდეთ და არ მოტყუვდეთ!“ – გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია გამომწერებს მიმართავს. „გაფრთხილება!! ესენია მხოლოდ ინსტაგრამის ყალბი ექაუნთები! ამას ემატება ამდენივე ფეისბუქ და სხვა სოც ქსელები არ შეცდეთ და არ მოტყუვდეთ. სამწუხაროდ, ჩემი ექაუნთიდან გადმოაქვს ვოდეოები და...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოში არაერთგვაროვანი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით მშრალი, თუმცა ცივი და ქარიანი დღე იქნება, დასავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი. თბილისში დღე ღრუბლიანი იქნება, დღის მეორე ნახევარში...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

როგორ გროვდება საპენსიო დანაზოგი, სად ინვესტირდება მოქალაქეთა საპენსიო შენატანები და როგორ აისახება საინვესტიციო შედეგები ინდივიდუალურ ანგარიშებზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპენსიო ფონდი საინფორმაციო ბლოგს ავრცელებს, რომელშიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მუშაობის ძირითად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"