,,გუშინ არქიმანდრიტმა კირიონმა კმაყოფილება გამოხატა ორი მეცნიერის გაუბედურების გამო. ზუსტად ისეთი კმაყოფილება , როგორიც კაიაფამ გამოხატა, როდესაც მაცხოვარს ჯვარცმა მიუსაჯეს. ამ ხალხმა ეკლესიის უზურპაცია მოახდინეს და ქრისტეს სახელით ბოროტებას სჩადიან გამუდმებით. გითხრათ სიმართლე? თითოეული ჩვენგანი კვებავს ამ ბოროტებას დუმილით. მე ხვალ თორმეტის ნახევარზე საპატრიარქოსთან მივალ და გავაპროტესტებ იმას, რომ ეკლესიას”ეშმაკები”დაეპატრონენ. ვისაც სურვილი გაქვთ შემომიერთდით”-წერს თორნიკე მამალაძე, რომელიც ივერი მელაშვილის დაკავების ფაქტს ასე გამოეხმაურა: ,,ჩემი ძმის 33 წლის მღვდლის საპყრობილეში ჩაგდება, დამბლით დასნეულება დაუშვა ერმა! მოხუცი მეცნიერის ციხეში ჩალპობასაც დაუშვებს?! “.
ორმხრივი სროლა ვერის სასაფლაოზე – TV პირველის ინფორმაციით ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს
"პირველების" ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე. ცნობილი ხდება, რომ ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა) კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს. TV პირველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს...










