ჟურნალისტი თეონა გეგელია ქართული ოცნების ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს :
ვისაც აინტერესებს რუსული კანონმდებლობა „უცხოურ აგენტებზე“. შევეცადე ძალიან მოკლედ დამეწერა „უცხოურ აგენტებზე“ კანონის პირველი ვერსია რუსეთში მიიღეს 10 წლის წინ, 2012 წლის 20 ივლისს. წლობით კანონი მკაცრდებოდა და შეეხო ქველმოქმედების და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, უფლებადამცველებს, აქტივისტებს და მედიას.
დღეს ამ სტატუსს ანიჭებენ უკვე ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელიც ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
2012. დაიწყო არასამთავრობოებით . 2012 წელს პუტინმა ხელი მოაწერა პირველ კანონს „უცხოურ აგენტებზე“, რომელიც მოამზადა რუსი დეპუტატების ჯგუფმა ირინა იაროვაიას ხელმძღვანელობით. ინიციატივამ საშუალება მისცა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეს სტატუსი მიენიჭებინა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქმიანობდნენ პოლიტიკის სფეროში და ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. ეს ორგანიზაციები თავის მხრივ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ სპეციალურ რეესტრში, ყველა მასალა უნდა მოენიშნათ და საქმიანობის ანგარიში ჩაებარებინათ სახელმწიფოსთვის.
2017 წელი. გაგრძელდა მედიასაშუალებებით, რომლებიც „ასრულებდნენ“ უცხოელი აგენტების ფუნქციას კანონში „მასობრივი ინფორმაციის შესახებ“ შეიტანეს ცვლილებები, რომლის თანახმად უცხოური მედიასაშუალებები გამოცხადდნენ „უცხოურ აგენტებად“. ეს იყო პასუხი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნაზე, რუსული სახელმწიფო არხი RT დარეგისტირირებულიყო აშშ-ში „უცხოური აგენტის“ სტატუსით.
კანონის ამომედებიდან ერთ თვეში „უცხოური აგენტების“ რეესტრში რუსეთმა შეიყვანა „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფლება“ და მისი რეგიონული პროექტები, ტელეარხი „Настоящее время“. 2019 წელი. „მედია – უცხოურ აგენტებს“ გაუთანაბრეს რიგითი ადამიანები გააფართოვეს „მედია – უცხოური აგენტის“ კანონის მოქმედების არეალი და დაიწყეს ამ სტატუსის მინიჭება ფიზიკური პირებისთვის (რუსებიც, უცხოელებიც), რომლებიც მონაწილეობდნენ „მედია – უცხოური აგენტების“ შექმნაში, ან ავრცელებდნენ მათ მასალებს და იმავდროულად, ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან.რეალურად, კანონის მოქმედება გავრცელდა ყველა ადამიანზე, რომელიც სოცქსელში აქტიურობს.
2020 წელი. კანონი „ფიზიკური პირების – უცხოური აგენტების შესახებ“ ამ წლის დეკემბერში პუტინმა ხელი მოაწერა რუსულ კანონმდებლობაში რამდენიმე შესწორებას, რომლის თანახმად კანონი „უცხოურ აგენტებად“ აღიარებდა ყველა რიგით მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და იღებდნენ უცხოურ დახმარებას (არამხოლოდ ფინანსურს). ასეთი ადამიანები და ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს უნდა შეეყვანა იმ არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების რეესტრებში, რომლებიც ასრულებდნენ „უცხოური აგენტის“ ფუნქციას, და ფიზიკური პირები „- უცხოური აგენტები“. პირველად ეს სიები შეავსეს 2021 წლის აგვისტოში და 2022 წლის აპრილში. მედია საშუალებებს უნდა მოენიშნათ ნებისმიერი პუბლიკაცია, თუკი მათში ნახსენები იქნებოდა ესა თუ ის „უცხოური აგენტი“.
2021 წელი. „მედია – უცხოური აგენტების“ რეესტრის მასობრივი შევსება ამ წლის აპრილიდან რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ყოველ კვირას (რატომღაც ხუთშაბათობით) შეჰყავდა რეესტრში მორიგი მედიასაშუალება (დამოუკიდებელი და უცხოური მედია ორგანიზაციები) და ადამიანი (ცალკეული ჟურნალისტები, აქტივისტები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები). წლის განმავლობაში სია გაიზარდა 93 პოზიციით. „უცხოურ აგენტად“ ჩაითვლებოდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამეს მაინც აქვეყნებდა სოცქსელში და იღებდა ფულს უცხოეთიდან, მაგალითად, მეგობრისგან დაბადების დღის საჩუქარს. 2021 წლის ბოლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით გააუქმეს უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი“ და „საერთაშორისო მემორიალი“ (გადაწყვეტილება 2022 წლიდან ამოქმედდა). ორგანიზაციების ლიკვიდაციის ინიციატორი იყო რუსეთის პროკურატურა, რომელმაც ორგანიზაციები დაადანაშაულა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევაში.
2022 წელი. ახალი „განმაზოგადებელი“ კანონი 14 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც როგორც ითქვა „განაზოგადებს, აზუსტებს და ავსებს უკვე არსებულ კანონმდებლობას ამ სფეროში“. კანონი 1 დეკემბრიდან ამოქმედდა და „უცხოელ აგენტებად“ აცხადებს ყველას, ვინც უცხოეთიდან იღებს მარდაჭერას ან „სხვა ფორმით მოქცეულია უცხოური გავლენის ქვეშ“, თუნდაც არ იღებდეს უცხოურ დაფინანსებას. ასეთი ადამიანებისათვის ახალი შეზღუდვები დაწესდა. გარდა ამისა, კანონმა გააჩინა ცნება „ფიზიკური პირები, აფილირებულები უცხოელ აგენტებთან“. ამ კატეგორიაში ექცევიან იმ ორგანიზაციების დამფუძნებელები, ხელმძღვანელები, წევრები ან თანამშრომლები, რომლებიც გამოცხადებულები არიან „უცხოურ აგენტებად“. აფილირებული პირებისთვის“ ცალკე რეესტრია შექმნილი.

რუსეთში მოქმედებს კიდევ ერთი კანონი „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ, რომელიც მიიღეს 2015 წელს. ამ კანონით რუსეთის გენპროკურატურას უფლება აქვს ეს სტატუსი მიანიჭოს ნებისმიერ უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, თუკი ის ჩათვლის, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა საფრთხეს უქმნის „რუსეთის კონსტიტუციურ წყობას, თავდაცვითუნარიანობას და უსაფრთხოებას“. „არასასურველ ორგანიზაციებში“ საქმიანობის ან მათთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლებრივიც. პრაქტიკაში, „უარესად“ მოქცევის შემთხვევაში, ყველა „ორგანიზაცია – უცხოური აგენტი“ „არასასურველ ორგანიზაციებად“ გადაკვალიფიცირების კანდიდატია.

ცალკე დავწერ მექანიზმზე ამ კანონმდებლობის მუშაობის, ძალიან საინტერესოა, აწყობილია დასმენების პრაქტიკაზე