საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ ვაქცინაცია და პირბადის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა ვირუსის შესაჩერებლად. მისი თქმით, სამედიცინო პირბადეს 92 პროცენტით შეუძლია ვირუსის გავრცელების შემცირება.
“სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად!
✅ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე… დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება!
✅წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია. ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, და ყველა რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება “გრეხია” და ვაქცინაცია კი “სვეცკობა” არ არის.
✅არაპროფესიონალიზმი კლავს…
✅არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული” – წერს ფხაკაძე.










