The Sandbox-ში “მეტავერსისათვის” განკუთვნილი ვირტუალური იახტა 650 000 აშშ დოლარად გაიყიდა. გამოცემა Business Insider-ის ცნობით, ვირტუალური იახტა ყველაზე ძვირადღირებული ნივთი გახდა, რომელიც ოდესმე ამ პლატფორმაზე გაყიდულა.
იახტა სახელწოდებით Metaflower Super Mega Yacht 149 ეთერიუმად შეიძინეს. მას აღწერენ, როგორც “ულტრა მდიდრულ მეგა იახტას”, რომელსაც აქვს ორი ვერტმფრენის დასაჯდომი, ჯაკუზი და სხვა ფუფუნების საგნები.
მისი მფლობელის ვინაობა არ სახელდება.
ციფრული აქტივი გამოუშვა Republic Realm-მა, The Fantasy Collection-ის დეველოპერმა, რომელიც სპეციალურად The Sandbox პლატფორმისთვის შეიქმნა.
მანამდე, “მეტავერსში” ვირტუალური უძრავი ქონების ნაკვეთი რეკორდულ 2,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
შეგახსენებთ, კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა და Meta გახდა.
ცუკერბერგმა საზოგადოებას „მეტავერსის“ შექმნის გეგმებიც გაუზიარა. ეს გულისხმობს ონლაინ სამყაროს, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ, ითამაშონ და ეკონტაქტონ ერთმანეთს ვირტუალური რეალობის ყურსასმენებისა და სათვალეებ










