LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსისგან 39 ადამიანი განიკურნა

ვინ ჩაუტარდება სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად

დაპოსტა 2020/06/17-ში
A A
656
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ.

როგორც თავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარება მათ შორის, ნებისმიერი კლინიკის პაციენტი, რომელსაც ტემპერატურა უფიქსირდება, ასევე საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის განკარგულებით, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევის სტანდარტული განმარტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხაში არიან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებასა თუ ამბულატორიაში მოხვედრილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება და ამავდროულად რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები; სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი; სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები; ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი; ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე; ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე; ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი; იმ სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს; დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი; საკარანტინო სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები საკარანტინო სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე; საკარანტინო სივრცეებში მომუშავე პერსონალი; საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები; ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და/ან ტესტირებას; ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი; საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები; სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან; საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები – საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, ტესტირების სისტემა ამ კუთხით დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია.

გაზიარება288

დაკავშირებული -პოსტები

დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან
მთავარი

დღეს,26 მაისს 15:00 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში შედგება. პირდაპირი ტრანსლაცია - rugbytvgeorgia- ზე სათამაშო შემადგენლობა : 0

დაწვრილებითDetails

„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს: გარდაიცვალა 4 წლის  ემილი ყიფიანი. გავრცელებული ცნობით, ბავშვს გულზე პრობლემები ჰქონდა. ა (ა) ი პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს,...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
მთავარი

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გულითადად ულოცავენ! - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლობები აღნიშნავენ, „ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ...

დაწვრილებითDetails

ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
“ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ”- ლევან იოსელიანი
მთავარი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სოლიდარულნი და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ...

დაწვრილებითDetails

26 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 მაისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
მთავარი

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. წელსაც წვევამდელები 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას...

დაწვრილებითDetails

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მშვიდი დღეა, გამოიყენეთ ის ჭკვიანურად და ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში მეტი ყურადღება დაუთმოთ ალტერნატიულ ხედვას. ისწავლეთ მოთმინება და ყველაფერი გამოგივათ. კურო ხანდახან უკან დახევა გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე წინა ხაზზე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს ქუთაისში

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
როგორ ხვდება ქუთაისი დამოუკიდებლობის დღეს
მთავარი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. დეტალურ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს: 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"