LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი

ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი

დაპოსტა 2020/11/14-ში
A A
275
ნახვა
გაზიარება

არ ვიცი საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია, -ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

ვაისმა საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო.

„ასეთი თამაშის შემდეგ ძილი შეუძლებელია. 0:1 წავაგეთ, 1 შეცდომა დავუშვით დაცვაში და… მაკედონია მცირე შანსებსაც სულ იყენებდა ჯგუფში. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მატჩის შემდეგ ყველა ცუდად იყო, იმედგაცრუებული, ასეთი შანსი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ, ხვალ სომხეთს ვეთამაშებით, ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. ბიჭებისთვის ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურება ძალიან კარგი იქნება, ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან. ეს მომავლისთვის იქნება კარგი.

იმედგამაცრუებელი მატჩის შემდეგ ძნელია მოედანზე გასვლა, თუმცა ვნახოთ. წინა მატჩში სათადარიგოთა შორის მყოფ ფეხბურთელებს მივცემ შანსს და ვეცდებით წარმატებულად ვითამაშოთ. გუშინ შევიკრიბეთ. ვისაუბრეთ ამ იმედგაცრუებაზე.

მოვა ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდში ახალ სულს მოიტანს და იმედია, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. აქ კი მაღალი დონის ფეხბურთელები დახვდება. არ ვიცი მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ის ძალიან ემოციური პიროვნება გახლავთ. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, კარგ გუნდს ჩაიბარებს, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ეს 5 წელი ჩემს გულში მუდმივად დარჩება. სადაც არ უნდა ვიყო, ქართველებისა და ამ ბიჭების გულშემატკივარი ვიქნები, ნაკრებსა თუ კლუბში. მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ვაისმა.

მისივე თქმით, მაკედონია დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობდა.

„მათთან სისწრაფეზე მეტად კრეატივი გვჭირდებოდა, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. შესაძლოა, ცვლილებები დავაგვიანე, თუმცა ეს უკვე წარსულია. თავიდან 26 ფეხბურთელი გვყავდა. 4 ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ამ ორი თამაშისთვის საკმარისი მოთამაშეები გვყავს. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვა მწვრთნელის თავსატეხია. იბრძოლეს, იომეს, ერთი შეცდომა დაუშვეს… შეტევაში საკმარისი სიმწვავე ვერ შევქმენით. რაც მაკედონიელებმა გააკეთეს თავდასხმაში, ჩვენ ვერ შევძელით და წავაგეთ”, – განაცხადა ვაისმა.

როგორც ვაისმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ეროვნული ნაკრები სომხეთთან შეხვედრას წარმატებით დაასრულებს.

ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 მარცხის შემდეგ, ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

გაზიარება110

დაკავშირებული -პოსტები

არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის...

დაწვრილებითDetails

ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა
მთავარი

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.   ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ...

დაწვრილებითDetails

გორში რამდენიმე ადამიანიბდაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი. ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში -  "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. "შამფურით" დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი. ტროპარი: „ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"