LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა

ფოტო: კახა მჭედლიძე

ვინ როგორ შეძლებს საქართველოში შემოსვლას

დაპოსტა 2020/07/08-ში
A A
203
ნახვა
გაზიარება

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს, რა პირობით შეეძლება საქართველოში ჩამოსვლა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მოგეხსენებათ, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან:

  1. გერმანია
  2. საფრანგეთი
  3. ლატვია
  4. ლიეტუვა
  5. ესტონეთი

ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს.

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს – ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.

ამასთან, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.

აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:

13 ივლისი – ვარშავა,

15 ივლისი – ბარსელონა,

17 ივლისი – რომი,

22 ივლისი – პარიზი,

28 ივლისი – ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.

აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. გუშინ, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6759,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება. „ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი...

დაწვრილებითDetails

“ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ “- გიორგი შარაშიძე „ოპოზიციის ალიანსზე“

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემგანაცხადა, რითაც იმ ფაქტს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში
მთავარი

2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას 32 შეტყობინება წარედგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა...

დაწვრილებითDetails

“არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს, მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი - ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში...

დაწვრილებითDetails

“დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია” – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე
მთავარი

ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია - სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
მთავარი

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა
მთავარი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"