სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო, აქედან იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ჯამში, 26 949 000 ლარი.
შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე გამოსცა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 5 738 000 ლარი იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, ყველაზე ცოტა კი – ხონის მუნიციპალიტეტისთვის – 130 000 ლარი.
იმერეთში მუნიციპალიტეტების მიხედვით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად თანხები ასე გადანაწილდა:
- ჭიათურის მუნიციპალიტეტს – 5 738 000 ლარი;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 4 480 000 ლარი;
- ქუთაისის მუნიციპალიტეტს – 3 986 000 ლარი;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – 2 990 000 ლარი;
- ვანის მუნიციპალიტეტი – 2 705 000 ლარი;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 1 785 000 ლარი;
- ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 1 750 000 ლარი;
- საჩხერის მუნიციპალიტეტს – 1 110 000 ლარი;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 1 105 000 ლარი;
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 625 000 ლარი;
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტს – 545 000 ლარი;
- ხონის მუნიციპალიტეტს – 130 000 ლარი;










