LIVE TV
პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვინ მიიღო ყველაზე დიდი პრემია/დანამატი 2020 წელს

დაპოსტა 2021/05/28-ში
55
ნახვა
გაზიარება

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში, რომელმაც სულ 21,5 მილიონი ლარი შეადგინა.

„2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში – სულ 21,5 მილიონი ლარი, საიდანაც ფულადი ჯილდოს (პრემია) ოდენობაა – 9,5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის- 12 მილიონი ლარი.

2020 წელს სსიპ-ებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემია) და სახელფასო დანამატის უდიდესი ნაწილი მოდის ისეთ უწყებებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მოქმედება.

2020 წელს, ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5,5 მილიონი ლარი) და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (3 მილიონი); ხოლო სახელფასო დანამატის სახით – საქართველოს პროკურატურამ (3,5 მილიონი ლარი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა – (2,3 მილიონი ლარი).

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღო სულ 218,176 ლარი. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს ჯამში 128 208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი;

საქართველოს პროკურატურაში, თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა – 731 60 ლარი, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში – 228 440 ლარი.

2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდო ან დანამატი აღარ გაუცია. მაშინ როდესაც, 2019 წლის ივლისის თვეში გენერალური აუდიტორის მოადგილეებზე ფულადი ჯილდოს სახით გაიცა თანამდებობრივი სარგოს ოთხმაგი ოდენობა, ხოლო დეკემბრის თვეში ხუთმაგი ოდენობა.

პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, IDFI-ს შეფასებით, არ ეძლევათ მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%.

კვლევის ობიექტი 100 საჯარო დაწესებულებიდან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო“,-აღნიშნულია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის დამალვა.

IDFI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მის გავრცელებას ყველა საჯარო დაწესებულებაზე.

„პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ უწყებებს მიეცეთ სახელფასო ფონდის ზრდის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა ზეგანაკვეთური სამუშაოს ადეკვატურ ანაზღაურებას. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ, გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის ეფექტიანი მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციით საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება“,-აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ყველაზე დიდი ბრუნვის ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული – 2025 წლის მონაცემები

ოქტომბერი 14, 2025
132
ეკონომიკა

საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ “ბიზნესპრენსიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მოგება წლიდან წლამდე იზრდება,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ღირებულება შეიცვალა – ნახეთ ვალუტის განახლებული კურსი

ოქტომბერი 13, 2025
168
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 წლის განმავლობაში პენსია რეალურად გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით – რომან გოცირიძე

ოქტომბერი 11, 2025
145
ეკონომიკა

“ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება” - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია (ინფლაციის გათვალისწინებით) საშუალოდ წლიურად მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

ოქტომბერი 10, 2025
370
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7125 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

2024 წელს საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 970.8 ლარი შეადგინა – საქსტატი

ოქტომბერი 10, 2025
34
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 11.5%-ით (204.0 ლარით) გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2024 წელს წინა წელთან...

დაწვრილებითDetails

ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა

ოქტომბერი 9, 2025
197
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს კურსი შეიცვალა

ოქტომბერი 8, 2025
714
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

ოქტომბერი 6, 2025
1.1k
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7238 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

სექტემბერი 30, 2025
266
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164...

დაწვრილებითDetails

30 სექტემბრის განახლებული ვალუტის კურსი

სექტემბერი 30, 2025
392
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7088 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7077 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».