ცნობილია ვინ გახდა იმერული ღვინის კონკურსის გამარჯვებული. დაჯილდოება სასტუმრო „Gelati Residence“-ში შედგა და 2023 წლის მთავარი იმერული ღვინოები და მეღვინეები დასახელდნენ.
შვიდმა ღვინომ დაიმსახურა დიდი ოქროს ჯილდო:
იმერეთის მარგალიტი (ზესტაფონი-კვალითი) – ალერსი (ციცქა) ქვევრი;
იმერეთის მარგალიტი (ზესტაფონი-კვალითი) – ცოლიკოური;
ღვინო სოლომონე (ჭიათურა) – ციცქა-ცოლიკოური (მუხაში დავარგებული);
ფერაძის მარანი – (მცხეთა -სოფელი არმაზი) – ცოლიკოური, ქვევრი;
ჭური ჩინებული (ზესტაფონი – მეორე სვირი) – კრახუნა;
ჭური ჩინებული (ზესტაფონი – მეორე სვირი) – კრახუნა – მწვანე;
ვინოთელს – (ბაღდათი -წითელხევი) – ოცხანური საფერე;
ოქროს ჯილდო მიენიჭა ცხრა ღვინოს:
ჭური ჩინებული – (ზესტაფონი-მეორე სვირი) ციცქა;
ღვინო სოლომონე – (ჭიათურა) ციცქა ცოლიკოური;
ორკოლი ვაინერი – (სამეგრელო – სოფელი მუხური) ცოლიკოური;
ფერაძის მარანი – (მცხეთა- სოფელი არმაზი) ცოლიკოური;
მარანი “ზოდი” – (ჭიათურა – სოფელი ზოდი) ცოლიკოური (ქვევრი);
ბარბალეს მარანი – (თბილისი) ცოლიკოური (ქვევრი);
ბარბალეს მარანი – (თბილისი) ციცქა-ცოლიკოური;
ჭური ჩინებული – (ზესტაფონი-მეორე სვირი) ოცხანური საფერე-საფერავი (ქვევრი);
ვარციხის მარანი – (ბაღდათი-სოფელი ვარციხე) ალადასტური.
ჩვიდმეტმა ღვინომ აიღო ვერცხლის ჯილდო:
მარანი “ზოდი” – (ჭიათურა-სოფელი ზოდი) ციცქა (ქვევრი);
ჭური ჩინებული – (ზესტაფონი-მეორე სვირი) ციცქა (ქვევრი);
მეღვინეობა “ნიოსები” – (თერჯოლა-სიქთარვა) ლილია (ციცქა- ცოლიკოური – კრახუნა);
დავით ლელაძის საოჯახო მარანი – (ბაღდათი) ცოლიკოური;
ბაგრატის ქართული ღვინო – (ბაღდათი-წითელხევი)- ცოლიკოური (ქვევრი);
ლომთაძის ოჯახის ღვინო – (ლეჩხუმი – სვირის ვენახების ღვინო) ცოლიკოური;
ორკოლი ვაინერი – ცოლიკოური (ქვევრი);
შოთიკო ებანოიძის მარანი – (ბაღდათი-დიმი) ციცქა-ცოლიკოური (ქვევრი);
ღვინო სოლომონე – (ჭიათურა) კრახუნა;
ღვინო სოლომონე – (ჭიათურა) კრახუნა (ქვევრი);
მარანი “ზოდი” – (ჭიათურა-სოფელი ზოდი) ქვიშხური (ქვევრი);
ვარციხის მარანი – (ბაღდათი-სოფელი ვარციხე) ოცხანური საფერე(ქვევრი);
საზანოს ღვინო – (თერჯოლა -ზედა საზანო) ოცხანური ნახევრად ტკბილი (ქვევრი);
უჩას ღვინო – (საჩხერე – მახათაური) ძელშავი (ქვევრი).
ღვინო სოლომონე – (ჭიათურა) ძელშავი (ქვევრი) 2022 წ.
დავით ლელაძის საოჯახო მარანი – (ბაღდათი) ალადასტური-ოცხანური საფერე 2022 წ.
DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის მიერ, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და იმერული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით, უკვე მეორე წელიწადია ტარდება იმერული ღვინის კონკურსი, რომლის მთავარი იდეაა რომ იმერეთს, როგორც ღვინის მწარმოებელ რეგიონს, ჰქონდეს ნიშნული ღვინის მსოფლიო რუკაზე.
კონკურსი ჩატარდა “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტების მიხედვით. წელს პირველად საუკეთესო იმერული ღვინოების შერჩევა მოხდა ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიურის მიერ. ოცდათორმეტი ღვინის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ასოცი ღვინის ნიმუშისგან.
ჩვენი სურვილი, „იმერული ღვინო“ ასოცირდებოდეს მისი წარმოების უძველესი კულტურის და ტრადიციების მქონე რეგიონთან სულ უფრო რეალურია, იმერული ღვინის კონკურსი საშუალებას გვაძლევს საჭირო და ჯანსაღი კონკურენციის ფონზე თვალი ვადევნოთ იმერული ღვინოების ხარისხის ამაღლების და იმერეთში ღვინის ტურიზმის განვითარების შეუქცევად პროცესს.










